ყველაზე ძვირადღირებული ტექნიკა სამზარეულოსთვის

ყველაზე ძვირადღირებული ტექნიკა სამზარეულოსთვის

პრემიუმ კლასის საყოფაცხოვრებო ტექნიკა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ რის. ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე ინოვაციურ მოდელს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება და მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობით მზადდება. Smeg-ის მაცივრები Dolce & Gabbana-ს დიზაინით მაცივრების ლიმიტირებული კოლექციის დიზაინი Dolce & Gabbana-ს ესკიზების მიხედვით შეიქმნა. ის ბრენდისთვის ჩვეულ, რეტრო სტილშია გადაწყვეტილი. მსოფლიოში სულ ასეთი 100 მაცივარია. Restart-ის ტექნიკა ორი ღუმელით ამ ღუმელის ფასი 15 000 დოლარიდან იწყება რუბლიდან. მისი შემქმნელი იტალიური კომპანიის სპეციალისტები თავად არ აწარმოებენ სამზარეულოს ტექნიკას – ისინი მხოლოდ ტოპ მწარმოებლების მოდელების დიზაინს ცვლიან. ღუმელი გამოირჩევა რეტრო სტილით და ვინტაჟური დეტალებით. Gaggenau-ს მაცივარი მოტორიზებული თაროებით Gaggenau-ს ჩაშენებულ მაცივრებისა და საყინულეების თითოეულ სექმენტს ტემპერატურის ინდივიდუალური პარამეტრი აქვს. მაცივარი გაფორმებულია უჟანგავი ფოლადით და აღჭურვილია No Frost სისტემით. მაცივარს ასევე აქვს ე.წ „ახალი ზონა“ ახალი საკვების შესანახად, სადაც ტემპერატურა ცალკე რეგულირდება. მაცივრის ერთ-ერთი თარო მოტორიზირებულია – ის ღილაკზე თითის დაჭერით, სასურველ სიმაღლეზე ადის და ჩამოდის, რაც საშუალებას გაძლევთ, მარტივად გამოიღოთ საკვები მაცივრის უკანა ნაწილიდან. Kuppersbusch-ის ჩასაშენებელი გაზქურა ამ გაზის ფასი 3 850 დოლარია. მას სიმძლავრის რეგულაციის 14 დონე აქვს. გაზქურას საკვების მოსამზადებლად სულ ოთხი ზონა აქვს, თუმცა თავად პანელი ჩვეულებრივზე უფრო წაგრძელებული ფორმისაა და თითქმის 90 სმ-ს აღწევს. Miele ჭურჭლის სარეცხი მანქანა სრულად ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანა გლუვი ზედაპირით გამოირჩევა, რომელსაც არ აქვს სახელური. კარის გაღება ერთი დაწკაპუნებით არის შესაძლებელი, დასახურად კი მოტორიზებული AutoClose მექანიზმი გამოიყენება. რეცხვის დასრულების შემდეგ, კარი თავისით იხსნება, რათა ჭურჭელი გაშრეს. მისი ფასი 2 800 დოლარამდეა. Philips Saeco Xelsis ყავის აპარატი ამ ყავის აპარატის ფასი 2 000 დოლარს აჭარბებს. იგი მომხმარებელს კაპუჩინოს ორ ჩამოსასხმელს სთავაზობს – ავტომატური და მექანიკური დანადგარით. მას ასევე აქვს ქაფის რეგულაციის ფუნქცია. Neff-ის ღუმელი თუ ჩვეულებრივი ჩაშენებული ღუმელის ფასი დაახლოებით 500 დოლარია, Neff-ის აღნიშნულ ღუმელში დაახლოებით 1 600 დოლარის გადახდა მოგიწევთ. მოდელს აქვთ ორთქლზე მომზადების და კარის ავტომატური დახურვა-გაღების ფუნქცია. Stealth-ის ჭკვიანი ბლენდერი ამერიკული კომპანია Blendtec-ის მიერ ბლენდერის ფასი 1500 დოლარიდან იწყება. მისი გამოყენება შესაძლებელია პროფესიონალურ სამზარეულოშიც, რადგან ის, დღეში 200-მდე დატრიალებაზეა გათვლილი. ის 42 ავტომატურ პროგრამაზეა გათვლილი. Bugatti Vera-ს ელექტრო მადუღარა Bugatti-ის სამზარეულოს ტექნიკა შემქმნელების კრეატიულ იდეებს განასახიერებს: ლითონის კორპუსის მადუღარა კლასიკური თეთრი და შავი მოდელების გარდა, კიდევ 6 ფერშია წარმოდგენილი. მის სახელურს ჩაშენებული საათი და სენსორული კონტროლის ღილაკები აქვს, წყლის ტემპერატურის დონე ეკრანზეა ნაჩვენები.