ქალი, რომელიც 17 წელი ცხოვრობდა ხეზე აშენებულ სახლში - მეზობლების ჩივილის გამო იძულებულია დაანგრიოს იგი

ქალი, რომელიც 17 წელი ცხოვრობდა ხეზე აშენებულ სახლში – მეზობლების ჩივილის გამო იძულებულია დაანგრიოს იგი

ამერიკელი პენსიონერი 17 წელი ცხოვრობდა ხეზე აგებულ სახლში და იძულებული გახადეს დაანგრიოს იგი. ამერიკელი პენსიონერი იძულებული გახდა დანგრიოს ხეზე აშენებული უზარმაზარი ქოხი, რომელშიც 17 წელი ცხოვრობდა. 72 წლის შოუნი ჩესერი(Shawnee Chasser) მაიამიდან, ფლორიდა, ცხოვრობდა თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში სახლში, რომელიც მან ააშენა დიდ ხეზე. სახლი მოიცავდა ჩალით გადახურულ ქოხს, საცურაო აუზს ხელოვნური ჩანჩქერით, რამდენიმე საძინებელ ოთახს, სამზარეულოს, აბაზანას და დიდ ღია ტერასას. ხეზე აშენებული სახლი ჩესერის პრობლემები 2015 წლიდან დაეწყო, როდესაც მეზობლებმა დაიწყეს რეგულარულად ჩივილი შესაბამის ორგანოებში უკანონო მშენებელობის და მისგან გამოწვეული პოტენციური საფრთხეების გამო.
შემოწმების შემდეგ საბინაო ინსპექციის სპეციალისტებმა ქალს არჩევანის საშუალება მისცეს:
დაანგრიოს ხეზე აშენებული სახლი ან სახლმა უნდა დააკმაყოფილის არსებული მოთხოვნები. სახლი ხეზე რვა წლის განმავლობაში ჩესერი მრავალჯერ დააჯარიმეს, რომლის საერთო რაოდენობამ შეადგინა დაახლოებით 40 ათასი დოლარი (ჩვენს ფულზე თითქმის 105 ათასი ლარი)). მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ მან გადაწყვიტა სახლის დანგრევა, ეს პროცესი 18 სექტემბერს დაიწყება და ეს კიდევ პენსიონერ ქალს დამატებით 30 ათასი დოლარი დაუჯდება (78 000 ლარი). საბოლოოდ ის იძულებულია დაანგრიოს ხეზე აშენებული სახლი. ხის სახლი თუმცა, პენსიონერი არ არის მზად იცხოვროს ჩვეულებრივ სახლში და მიატოვოს ბუნება. იგი აპირებს ააშენოს ახალი ხის სახლი, ოღონდ ამჯერად ყველა ნებართვითა და უსაფრთხოების მოთხოვნებით. უფრო მეტიც, მისი სახლი არის მიწაზე, რომელიც მან აწ უკვე გარდაცვლილი ვაჟისთვის იყიდა. მასთან ერთად ცხოვრობენ მისი ორი შვილიშვილი და ენოტი სახელად კუნი. “ღამით წვიმისა და ქარის ხმას უნდა მესმოდეს. თუ ასე არ მოხდება სიგიჟეები მეწყება და კლაუსტროფობიით ვიტანჯები.”-აღნიშნა შოუნი ჩესერმა. ეზოს დიზაინი ჩესერმა უკვე დაიწყო ახალი სახლისთვის ფულის შეგროვება crowdfunding პლატფორმის საშუალებით, სადაც ის აფიქსირებს ყველა თავის ხარჯებსა და გეგმებს. ქალს სურს შეაგროვოს 50 ათასი დოლარი, რათა გადაიხადოს დარჩენილი ჯარიმები, დაიქირაოს ადვოკატი და დაიწყოს მშენებლობა. აქამდე მან მოახერხა 3, 7 ათასი დოლარის შეგროვება. თეგები: ხეზე აშენებული სახლი, ხეზე აშენებულ სახლში, ხეზე აშენებული სახლი, საცურაო აუზი, საცურაო აუზი, ხელოვნური ჩანჩქერი, ხელოვნური ჩანჩქერი, საძინებელი ოთახი,