„ფორტუნას“ ექსკლუზივი - ანა კოშაძის ახალი მინიმალისტური დიზაინის სახლი, სადაც ახლახან გადავიდა

„ფორტუნას“ ექსკლუზივი – ანა კოშაძის ახალი მინიმალისტური დიზაინის სახლი, სადაც ახლახან გადავიდა

ტელეწამყვანმა ანა კოშაძემ თავის ულამაზეს, მინიმალისტური დიზაინით გაფორმებულ სახლში გვიმასპინძლა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარეობს. ანა იქ ოჯახთან ერთად სულ ორი თვეა, რაც გადავიდა და ახალაშენებულ კორპუსში პირველი მოსახლეა. სახლიც საკუთარი და თავისი ქალიშვილების გემოვნებით მოაწყო, გოგონებისთვის საძინებლების მოწყობისას სრულად გაითვალისწინა მათი სურვილები. მთავარი, რაც ანას ძალიან უნდოდა, ეს თეთრი კედლები იყო, რომლებსაც საყვარელი ქართველი მხატვრების ნამუშევრებით გაამრავალფეროვნებს. ნახატები ჯერჯერობით არ დაუკიდია, არც ტელევიზორი. ანა ტომაში მცირე ზომის მისაღები, რომლის ფართიც მესამე საძინებლის მოწყობის სურვილმა „დააზარალა“, ასევე გაფორმებულია მცენარეებით, რომლებსაც დიდი სიამოვნებით უვლის ტელეწამყვანის საყვარელი მამიდა. მისაღებში განთავსდა თეთრი ზომის რბილი ტახტი, რომელიც ანამ ქართულ კომპანიას შეუკვეთა, ისევე, როგორც – საწოლი, საკუთარი საძინებლისთვის. ჰქონდა არჩევანი, ან ჭურჭლის სარეცხი მანქანა უნდა ეყიდა, ან საწოლი, არჩევანი, როგორც ღიმილით გვითხრა, სარეცხ მანქანაზე გააკეთა, საწოლი კი შემდეგ შეუკვეთა, ამიტომაც ჯერჯერობით მის ოთახში მხოლოდ მატრასია. საძინებლის ავეჯი ანა კოშაძე: ამ სახლში სულ რაღაც ორი თვეა, გადმოვედით. სწრაფად გავაკეთეთ რემონტი. მომწონს ეს უბანი, ეს სახლი ბავშვების სკოლასთანაც ახლოსაა და თავად სახლიც მომწონს, მარტივად მივეჩვიეთ. უამრავი ადამიანი მირჩევდა, რომ თეთრი კედლები არ გამეკეთებინა, მაგრამ ინტერიერში ძალიან მომწონდა. ზოგადად, ვემხრობი, რომ ყველა საქმე პროფესიონალმა უნდა გააკეთოს და ძალიან კარგია, თუკი ინტერიერის დიზაინერის დაქირავებას შეძლებ, მაგრამ მე ეს საშუალება არ მქონდა, ამიტომ „პრინტერესტიდან“ ამოვკრიფე ჩემთვის მოსაწონი დიზაინები. მინიმალისტურ სტილში გემოვნებით გარემონტება უფრო ადვილია. რაც უფრო გადატვირთულია, მით უფრო მეტად გჭირდება წინასწარ რენდერში ნახვა – შოურუმში ნანახი ჭაღი შეიძლება, ძალიან მოგწონს, მაგრამ შეიძენ, სახლში მოიტან და უცებ აღმოაჩენ, რომ ის ოთახს არ უხდება… ამიტომ ავარჩიე სამი ფერი, თეთრი, შავი და მწვანე და ამის გარშემო ვიტრიალე. საძინებელი სამზარეულო მისაღები ოთახის მოწყობა კარადა მისაღებ ოთახში კარადა მისაღებში წიგნების კარადა სახლის შიდა განლაგება