მსოფლიოს წყალქვეშა ღირშესანიშნაობები

მსოფლიოს წყალქვეშა ღირშესანიშნაობები

ოკეანეები სავსეა ისეთი საგნებით, რომლებიც ერთ დროს, ხმელეთზე არსებობდნენ. მათ შორის არის შენობები, ქანდაკებები, ანაც, ჩაძირული გემები. მათ სხვადასხვა მიზეზით, ზოგჯერ ბედისწერით, ზოგჯერ კი მიზანმიმართულად წყლის ფსკერზე დაუმკვიდრეს ადგილი და ღირშესანიშნავ სანახაობად იქცნენ. ამ სტატიაში სწორედ წყალქვეშა ღირშესანიშნაობებს წარმოგიდნეგთ: „ქრისტე უფსკრულიდან” იესო ქრისტეს ქანდაკება სან ფრუტუოზოს ყურეში, ფსკერზე 1954 წელს განათავსეს. მისი სახე და ხელები ზევით არის მიპყრობილი, თითქოს, ის მთელს სამყაროს, ცას და მამა ღმერთს მიმართავს. ამ სკულპტურის სანახავად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან დაივინგის მოყვარულები. კანკუნის წყალქვეშა მუზეუმი ბეტონის სკულპტურათან სერია სანაპიროდან დაახლოებით 30 მეტრში, წყლის ფსკერზეა მოწყობილი. სკულპტურები რიფების ფუნქციას ასრულებს – მათში ბევრი თევზი და მოლუსკი ცხოვრობს. ინსტალაციის მთავარი მიზანი წყალქვეშა სამყაროს ბინადრების შენარჩუნებაა. სკულპტურების 150 კვადრატულ მეტრის ფართობზეა განლაგებული და მათი საერთო წონა დაახლოებით 120 ტონაა. ნეპტუნის მემორიალი ნეპტუნის მემორიალი კრემირებული ნაშთების ნამდვილი წყალქვეშა მავზოლეუმია. ის მაიამიში მდებარეობს და ყველაზე დიდი ხელოვნური რიფია, რომელიც 65 000 კვ.მ. ტერიტორიაზ მოიცავს ოკეანის ფსკერის 12 მეტრის სიღრმეზე. იმის ნაცვლად, რომ თავიანთი საყვარელი ადამიანების ფერფლი ოკეანეში გაფანტონ, ამერიკელებს ახლა შეუძლიათ ისინი ნეპტუნის მემორიალ რიფზე განათავსონ. წყალქვეშა ქალაქი ში ჩენი ჩინეთში, ციანდაოჰუში, ათასი კუნძულის ტბის ქვეშ წყალქვეშა ქალაქი შიჩენგი იმალება. ქალაქის არქიტექტურა პრაქტიკულად ხელუხლებელი დარჩა, რისთვისაც არქეოლოგებმა მას მეტსახელად „დროის კაფსულა“ უწოდეს. ეს ქალაქი 621 წელს, ტანგის დინასტიის დროს აშენდა და რეგიონის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი იყო. მისი დატბორვა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დროს გადაწყვიტეს. იონაგუნის პირამიდები 1985 წლის გაზაფხულზე, ყვინთავის ინსტრუქტორი კიჰაჩირა არატაკი ადგილს ეძებდა, საიდანაც ზვიგენების ყურება იქნებოდა მოსახერხებელი, როდესაც ეს უზარმაზარი ქვის კომპლექსი აღმოაჩინა 40 მეტრის სიღრმეში. ქვის ბლოკებზე აშკარად ჩანდა დამუშავების კვალი და ამოტვიფრულობები, რომლებიც იეროგლიფურ დამწერლობას მოგვაგონებდა. ამ ძეგლის ელემენტების მკაცრი წრფივი გეომეტრია საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ეს არის გონიერი არსებების ნამუშევარი და არა ბუნების შემოქმედება. იონაგუნის წყალქვეშა მომუმენტი იაპონიის წყალქვეშ, 30 მეტრის სიღრმეზე მდებარე ეს მასიური მონუმენტი მეგალითური ნაგებობაა, რომელიც უძველესი მაღალგანვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენლებმა ააგეს სულ მცირე 10000 წლის წინ. ტიტანიკი ყველაზე ცნობილი წყალქვეშა ღირშესანიშნაობა ტიტანიკია. თუმცა რამდენად სახიფათოა მასთან მიახლოება, ამაში „ტიტანით“ განხორციელებულმა ტურისტულმა ჩაყვინთვამ დაგვარწმუნა, რომელსაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.