მსოფლიოს ყველაზე უცნაური დიზაინის რესტორნები

მსოფლიოს ყველაზე უცნაური დიზაინის რესტორნები

როცა სავახშმოდ ადგილს ვარჩევთ, ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ შეიძლება, ასობით მეტრის სიმაღლეზე ან წყალქვეშ აღმოვჩნდეთ. თუმცა, განსაკუთრებული შთაბეჭდილებების მოყვარულებისთვის, ასეთი ვარიანტებიც არსებობს. სტატიაში გაგაცნობთ მსოფლიოს ყველაზე უცნაური რესტორნებს Dinner in the Sky თუ სიმაღლის არ გეშინიათ, Dinner in the Sky თქვენთვის შესანიშნავი თავგადასავალი იქნება. მას შემდეგ, რაც სავარძელში კომფორტულად მოკალათდებით, ამწე ცაში ასობით მეტრის დაშორებით აგიყვანთ. კომპანიას მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაში აქვს ფილიალები, ასე რომ, ხედების არჩევანი შეუზღუდავია. Ithaa ხოლო თუ წყალქვეშა სამყარო უფრო გიზიდავთ, მალდივის კუნძულებზე არსებული ეს რესტორანი თქვენთვის იდეალური ვარიანტი იქნება. აქ, თან ზღვის პროდუქტებს დააგემოვნებთ, თან წყალქვეშა სამყაროს ბინადრების ყურებით დატკბებით. Labassin Waterfall ხო წყლის სიახლოვეს უშუალოდ შეიგრძნობთ ჩანჩქერის პირას მოწყობილ ამ რესტორანში, სადაც ვახშმობის შემდეგ, გაგრილებასაც შეძლებთ. რესტორანი-ციხე ხოლო ჩინეთში მდებარე ამ რესტორანში სავახშმოდ თქვენი ნებით თანხმდებით პატიმრობას, თანაც, ამაში ფულს იხდით! რესტორანი-ტუალეტი ტაივანში კი რესტორნის ინტერიერი არც მეტი არც ნაკლები, ტუალეტის დიზაინშია გადაწყვეტილი. HR Giger შვეიცარიაში მდებარე ამ რესტორნის დიზაინის გამეორება კი ნებისმიერი ფილიალისთვის რთული იქნება.