მსოფლიოს ყველაზე მდიდრული სახლები

მსოფლიოს ყველაზე მდიდრული სახლები

როგორც ამბობენ – სრულყოფილებას საზღვარი არ აქვს. დღეს წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ სახლებს, რომელთა ნახვაც დაგარწმუნებთ, რომ სრულყოფილი დიზაინის შერწყმა სრულყოფილ ლოკაციასთან იძლევა შედეგს, რომელიც თითოეულ დახარჯულ მილიონს ამართლებს. Swiss Gold House – ფასი 12 000 000 000 დოლარი შვეიცარიაში მდებარე ვილის საერთო ფართობი 725 კვადრატული კილომეტრია. სახლში 8 საძინებელი, დიდი ტერასა და საცურაო აუზია, ავტოფარეხი კი რამდენიმე მანქანას იტევს. ფუფუნების სამყაროში, სახლის ზომები შთამბეჭდავი ნამდვილად არ არის, თუმცა, თუ მის თვალწარმტაც ხედს გავითვალისწინებთ, ცხადია, რატომ არ დაენანათ მასში ამხელა თანხის გადახდა. Antilia, Mumbai, India – $1 000 000 000 ეს სახლი ინდოელ ბიზნესმენ მუშეკ აბმანს ეკუთვნის და 27 სართულს აერთიანებს, რომელსაც 9 ლიფტი ემსახურება. ოთახების ფართობი 37 ათასი კვადრატული მეტრია, ხოლო თავად შენობა 173 მეტრის სიმაღლის. „ოქროს სახლში“ განთავსებულია მილიარდერისთვის ყველა საჭირო შენობა: სახლი, პარკინგის სივრცე, სპა, კინო, ფიტნეს დარბაზი, იოგას სტუდია, საცურაო აუზები, სამეჯლისო დარბაზი, სასტუმრო ოთახები. იქ ასევე არის სპეციალური ოთახი ხელოვნური გათოვლიანებით იმ შემთხვევისთვის, თუ მისი ოჯახი სეზონის შეცვლას მოისურვებს. Villa Leopolda – $ 506 000 000 ამ ვილას კოტ დ’აზურის მარგალიტი ეწოდება და არც თუ ისე უსაფუძვლოდ. მთავარი სახლი, რომელშიც 11 საძინებელი და 14 სველი წერტილია, 2,6 ათასი კვადრატული მეტრის ფართობისაა. მიმდებარე ტერიტორიას კი 4 ჰექტარს უკავია. Palace Green – $222 000 000 ეს ვილა ბრიტანეთის დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს და მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს – ინდოელ ფოლადის მაგნატს, ლაკშმი მიტალს ეკუთვნის. ქუჩას, რომელზეც ეს შენობა მდებარეობს, „მილიარდერთა ბულვარს“ უწოდებენ. Hearst Castle – $ 165 000 000 წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე ეს ვილა კალიფორნიის ეროვნული ისტორიული ღირსშესანიშნაობაა. მისი თავდაპირველი მფლობელი სენატორმა ჯორჯ ჰერსტი გახდა 1865 წელს, მისმა ვაჟმა უილიამ რენდოლფ ჰერსტმა კი შენობას დასრულებული იერსახე მისცა. ვილა საოცარი ინტერიერით გამოირჩევა