მსოფლიოს ყველაზე ექსტრაორდინარული სახლები

მსოფლიოს ყველაზე ექსტრაორდინარული სახლები

ზოგჯერ, სახლის აშენებისას, ადამიანებს ყველაზე წარმოუდგენელი და ავანტიურისტული იდეების განხორციელების სურვილი უჩნდებათ. სტატიაში სწორედ ასეთ, ყველაზე ექსტრაორდინარულ სახლებს წარმოგიდგენთ: 747 WING HOUSE კალიფორნიის მთებში მდებარე სახლის დიზაინში Boeing 747-ის ფრთებია გამოყენებული. მის არქიტექტორს, დევიდ გერცის ეს იდეა თვითმფრინავით მგზავრობისას გაუჩნდა. მან ძველი თვითმფრინავის კორპუსი 21 600 ფუნტად იყიდა, თუმცა ნამდვილ სირთულეს მისი ნაწილების ვერტმფრენით გადატანა წარმოადგენდა. სახლის მეპატრონის თქმით, საბოლოოდ, მილიონობით ფუნტის ოდენობის გადასახადი მიიღი, თუმცა, შედეგი ამად ღირდა. სახლის ვერანდა TWO HULLS ახალ შოტლანდიაში მდებარე ეს სახლი ორი განყოფილებისგან შედგება. ის სანაპიროს პირას მდებარეობს და ორივე ნაგებობა, ინდივიდუალურ საცხოვრებელს წარმოადგენს. მისი ფოლადის კონსტრუქცია ხით არის მოპირკეთებული. ხოლო სანაპიროზე გასასვლელად საფეხურებია გაკეთებული. HOUSE ON THE RIGI შვეიცარიის ალპებში მდებარე ამ სახლამდე მისვლა მხოლოდ 15 წუთიანი საბაგირო გზის საშუალებით არის შესაძლებელი. ის ზღვის დონიდან 5 500 ფუნტზე მაღლა არის აშენებული. TUCSON MOUNTAIN RETREAT არიზონაში მდებარე ამ სახლს ბეტონის კონსტრუქციები გამოარჩევს. თუმცა, მისი კიდევ ერთი „ფარული“ ხიბლი თვალწარმტაცია მზის ჩასვლებია.