მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სააბაზანოები - აბაზანის ავეჯი

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სააბაზანოები – აბაზანის ავეჯი

სამზარეულოსგან განსხვავებით, რომელიც უახლეს ტექნიკას და მასალებს საჭიროებს, აბაზანის რემონტი და მოწყობის ხელოვნება უძველესი დროიდან დამკვიდრებულია. ისტორიას ახსოვს ფარაონების ოქროს აბაზანები, ძვირფასი თვლებით მოჭედილი პირსაბანები და ისეთი ფუფუნების საგნები, რომელთათვის კონკურენციის გაწევა დღესაც კი რთულია. თუმცა, თანამედროვე დიზაინერებს ეყოთ ფანტაზია, რომ შეუზღუდავი ფინანსების პიროებში, თანამედროვე აბაზანები, როგორც ხელოვნების ნიმუშები ისე დაეხვეწათ.
წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სააბაზანოებს
Le Cob – 34 000 $ აბაზანა დიზაინი ეს უნიკალური დიზაინერის აბაზანა, მინისგან არის დამზადებული დელიკატურ თეთრ ბაზაზე. თამამი დიზაინის ელემენტი აბაზანისმიღების გამოცდილებას სრულიად ახლებურად წარმოაჩენს. სპეციალური გადინება წყლის მუდმივ, რბილ კასკადს უზრუნველყოფს და ქმნის ილუზიას, რომ ჩანჩქერი ქვის ზედაპირზე მოედინება. ბრილიანტის აბაზანა – 39 000 $ თანამედროვე აბაზანა ეს აბაზანა ცნობილმა დიზაინერმა ლორი გარნერმა დააპროექტა და მის შექმნას სამი წელი დასჭირდა. აბაზანის გარე ფენა შედგება 45000 სვაროვსკის ბრილიანტისგან, რომლებიც საგულდაგულოდ არის შერჩეული იმისთვის, რომ გასაოცარი ესთეტიკური ეფექტი მიეღოთ. აბაზანის სადგამები დამზადებულია სუფთა რკინისგან, რაც პროდუქტს დამატებით მონუმენტურობას და უნიკალურობას სძენს. სწორი განათების პირობებში, აბაზანა ცისარტყელას ყველა ფერს იმეორებს. აბაზანა სახელად „წითელი ბრილიანტი“ – 47 200 $ თუჯის აბაზანა ეს უნიკალური ფერის აბაზანა დიზაინერმა ალდო პუგლიელმა დააპროექტა. ის 42 გრამ 18 კარატიან ოქროს შეიცავს. აბაზანა ასევე აღჭურვილია ორი წყალგაუმტარი 42 დიუმიანი HDTV დისპლეით, მრავალფერადი განათებით, მობილური მოწყობილობების კონსოლით, ჰიდრომასაჟით და შამპანურის სტენდით, რომელიც მოპირკეთებულია სვაროვსკის ბრილიანტებით. გარდა ამისა, აბაზანა დისტანციურად იმართება სმარტფონის გამოყენებით, რათა მფლობელი დარწმუნებული იყოს, რომ თბილი და ქაფიანი წყალი დახვდება. Kallista Archeo –  67 557 $ დასადგამი აბაზანა ეს უნიკალური სპილენძის აბაზანა იმავე ხელოსნებმა და სპეციალისტებმა დაამზადეს, რომლებმაც თავისუფლების ქანდაკების ჩირაღდნის აღდგენაზე იმუშავეს შეერთებულ შტატებში. აბაზანა მთლიანად სუფთა სპილენძისგან არის დამზადებული და 270 ლიტრამდე წყალს იტევს. ანტიკვარული სტილის მილების სისტემა, ონკანი და საშხაპე აბანოს ავთენტურ იერს აძლევს. Baldi – 122 000 $ abazanis dizaini აბაზანაზე იმუშავა ბრენდმა, რომელიც მხოლოდ მდიდრული დიზაინის აბაზანების შექმნაზეა სპეციალიზებული. მთელი აბაზანა დამზადებულია ბუნებრივი ამეთვისტოს უზარმაზარი ნაწილისგან, რომელსაც ავსებს ნატურალური 24 კარატიანი ოქროს ხელნაკეთი ფეხები. აბაზანას ასევე მოჰყვება აქსესუარების მთელი ნაკრები, ონკანებიდან და შხაპის თავებიდან დაწყებული საპნის ჭურჭლით და სუფთა ამეთვისტოსგან დამზადებული თეფშებით დასრულებული, რომლებიც განკუთვნილია იმისთვის, რომ მთლიანი სააბაზანო ოთახი იგივე ესთეტიკით მოირთოს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
თეგები: აბაზანის დიზაინი, აბაზანის დიზაინი, აბაზანის რემონტი, აბაზანის რემონტი, თანამედროვე აბაზანები, თანამედროვე აბაზანები, ნიჟარა, ნიჟარა, სააბაზანოს მოწყობა, სააბაზანოს მოწყობა,