მყუდრო სახლი, სადაც გია ხუხაშვილი ცხოვრობს – ნახეთ ფოტოები

მყუდრო სახლი, სადაც გია ხუხაშვილი ცხოვრობს – ნახეთ ფოტოები

ექსპერტი გია ხუხაშვილი ქალაქისგან მოშორებით, მყუდრო და კომფორტულ სახლში მეუღლესთან, შვილსა და რძალთან ერთად ცხოვრობს. სახლი, ბატონმა გიამ საკუთარი დიზაინითა და გემოვნებით გაარემონტა. – ამ სახლის გვერდზე ნაგავსაყრელი იყო, გრიშა ონიანს ვთხოვე, ეს ნაგავი მაწუხებს და იქნებ გაწმინდოთ-მეთქი. მითხრა, მე მეზარება და თუ გინდა, მოგცემ და შენ გაწმინდეო (იღიმის). ავდექი და მეც გავწმინდე. ეზო რომ გავაკეთე, ვიფიქრე, ფანჩატურს მოვაწყობ, რადგან ხშირი სტუმრიანობაა ჩვენს ოჯახში და აქ იქნება სტუმრებისთვის განკუთვნილი ადგილი-მეთქი. შევუდექი საქმეს და საბოლოოდ გამოვიდა ისეთი, როგორსაც ხედავთ. ჩემი ძმა არქიტექტორია, მისი დახმარებით, ჩემი გემოვნებითა და დიზაინით გავაკეთეთ ყველაფერი. ზაფხულში სულ გახსნილია მინები, აივანს უერთდება ოთახი და საოცარ გარემოს ქმნის. უკანა მხარეს მეორე ეზო გვაქვს. ეს სახლი ,,თაუნჰაუსია“, ექვსი მეზობელი ვართ და თითოს სამი სართული გვიკავია. ეზო გაერთიანებულია და ყველას თავისი შესასვლელი აქვს. მეზობლები კი გვქვია, მაგრამ უახლოესი ნათესავები ვართ. – რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ეს დასახლება? – ძალიან მყუდრო ადგილია. ერთი მხრივ ქალაქში ვართ, მეორე მხრივ კი ქალაქის ხმაურიანი გარემოსგან მოშორებით ვცხოვრობთ. არაჩვეულებრივი მიკროკლიმატია. ჩემთვის სახლი სიმყუდროვესა და სიმშვიდესთან ასოცირდება. ბოლო პერიოდში სახლშიც მიწევს მუშაობა, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, მშვიდ გარემოში მეცხოვრა. – როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე, როცა არ გიწევთ სადმე გასვლა და მთელ დღეს შინ, ოჯახთან ერთად ატარებთ? – როცა ვიღვიძებ, პირველ რიგში ინფორმაციას ვიგებ, რამე საშინელება ხომ არ მოხდა. ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, როგორც წესი, კარგს არაფერს ველოდები. ამის შემდეგ გამოვდივარ ეზოში, ვრწყავ – ეს დილის ვარჯიშივითაა. მერე აივანზე ვისვენებ. ამის შემდეგ ვუყურებ ტელევიზორში. თუ რაიმე საგანგებოდ არ მაინტერესებს, ქართულ არხებს არ ვრთავ. ძველი ცხენოსანი ვარ და ძალიან მიყვარს დოღის ყურება, ადრე თავადაც ვმონაწილეობდი. მერე ვიწყებ მუშაობას, რაღაცებს ვწერ, ვგეგმავ სამუშაო კვირას. ჩემს მეუღლესთან, შვილსა და რძალთან ერთად ვცხოვრობ, ბუნებრივია, მათთან ერთად გატარებული თითოეული დღე დიდი ბედნიერებაა. ახლა შვილიშვილს ველოდებით, დიდ მოლოდინსა და სიხარულში ვართ. – რემონტის პროცესს ვინ ხელმძღვანელობდა? – რემონტი მთლიანად ჩემს თავზე ავიღე და ახლა ვნანობ. თუ რაიმე ხარვეზს პოულობს ჩემი მეუღლე, ყველაფერზე მე მსაყვედურობს (იღიმის). წყარო: shin.ge თეგები: