ეს მოხუცები ყიდიან სახლს, რომელშიც 78 წელი იცხოვრეს - სახლში შესული მყიდველები გაოცებას ვერ მალავდნენ

ეს მოხუცები ყიდიან სახლს, რომელშიც 78 წელი იცხოვრეს – სახლში შესული მყიდველები გაოცებას ვერ მალავდნენ

1938 წელს ტომი და ჟან ჩიტანები სიდნეიში გადმოსახლდნენ და თავიანთ პირველ და უკანასკნელ სახლში დასახლდნენ. აქ გახდნენ მშობლები, ბებია და ბაბუა და დიდი ბებია და ბაბუაც. შვილიშვილის შვილებსაც კი მოესწრნენ. როდესაც მოხუცებს 103 და 100 წელი შეუსრულდათ, გადაწყვიტეს სახლი გაეყიდათ და კერძო მოხუცთა თავშესაფარში გადასულიყვნენ, რადგან მუდმივ მზრუნველობას საჭიროებდნენ. როდესაც მოხუცები ამ სახლში გადმოსახლდნენ, მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოები არ ჩაუტარებიათ, მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი. სახლის ინტერიერის დიზაინიც დიდად არ შეუცვლიათ. მიუხედავად ამისა, სახლის ინტერიერის დიზაინიც და ექსტერიერის დიზაინიც საოცრად ლამაზი იყო. ძველი სახლი გასაყიდ სახლში შესული მყიდველები და რეალტორები ერთნაირად გაოცებულები იყვნენ – დრო თითქოს 1938 წელს გაჩერდა. სწორედ ამ დროიდან მოყოლებული ტომს და ჟანს სახლში არაფერი შეუცვლიათ, ისინი მხოლოდ კოსმეტიკურ რემონტს აკეთებდნენ. მისაღები ოთახი ავეჯი, ხალიჩები, ფარდები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა ხელუხლებელი დარჩა. ხალხს აოცებდა საოცარი სისუფთავე და წესრიგი.
ძველი სახლის ინტერიერი
საქმე ის გახლავთ, რომ ჟანი ახალგაზრდობაშივე ძალიან ნაზი და მგრძნობიარე იყო. იგი ხშირად ავადმყოფობდა, ამიტომ სახლზე პასუხისმგებელი ტომი გახლდათ. სახლის გაყიდვის წინაც კი მან ჩვეულებრივ გაკრიჭა გაზონი და დაასუფთავა ეზო. სამზარეულოს დიზაინი სწორედ ამ უჩვეულო ინტერიერის წყალობით სახლი საოცარ ფასად, 1,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამ სახლის შესახებ ყველა საუბრობდა და უამრავი ხალხი მოდიოდა მის სანახავად. საძინებელი
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ ტქვენი აზრი კომენტარებში…
თეგები: იყიდება სახლი, იყიდება სახლი, ექსტერიერის დიზაინი, ექსტერიერის დიზაინი, სახლის ინტერიერის დიზაინი, სახლის ინტერიერის დიზაინი, წყარო: შინ.გე