მოგზაურობა გიორგი მახარაძის სახლში - 3 საუკუნის როიალი და სტრადივარის ვიოლინო

მოგზაურობა გიორგი მახარაძის სახლში – 3 საუკუნის როიალი და სტრადივარის ვიოლინო

ამ სახლში შესვლისთანავე თვალში გხვდება ძველი შავი როიალი, რომლის თავზეც ძველებური მექანიკური საათი დგას, იქვე ახლოს ფერადკანიანი ბიჭის ქანდაკებაა, რომლის გვერდითაც თავს ქალები „იწონებენ“. ამ და კიდევ ბევრ საინტერესო ნივთზე გვესაუბრებიან ჩვენი მასპინძლები: მსახიობი გიორგი მახარაძე, გიორგის დედა – თეო ჩივაძე და ბებია – ქალბატონი ნათელა ჩივაძე. მისაღები მწვანე ნათელა ჩივაძე: – ეს როიალი კომპოზიტორსა და პედაგოგს ანდრია ყარაშვილს ეკუთვნოდა, ის ჩემი სიძის, ჩემი მეორე ქალიშვილის მეუღლის ბაბუა იყო. როიალის ზუსტი ასაკი არ ვიცი, ძალიან ძველია, დაახლოებით XVII საუკუნის. კლავიშები კარგად არ მუშაობს, რესტავრაციას საჭიროებს. – იმ პერიოდში ოჯახებში როიალი იშვიათობა იყო, როგორ და სად შეიძინა, ისტორია იცით? – ანდრია ყარაშვილს პოლონელი დედა ჰყავდა, გერმანულ-პოლონური სისხლი ჰქონდა. მისი ბაბუა ერეკლე მეფის ექიმი იყო, რომლისთვისაც მეფეს წავკისში დიდძალი მიწის ნაკვეთები უბოძებია. მაშინ ოჯახი სოლოლაკში, ახლანდელი ტაბიძის ქუჩაზე ცხოვრობდა. ეს როიალიც იქ იყო, შემდეგ მემკვიდრეობით ჩემს სიძეს, ირაკლი ქაცარავას ერგო და აქ მოიტანა. როიალის გარდა, ოჯახს მემკვიდრეობით სტრადივარიუსის ვიოლინოც ჰქონდა, მისი ანალოგი მსოფლიოში მხოლოდ 4 ეგზემპლარი არსებობს. ჩემი სიძე მევიოლინეა. ის ტელევიზიაში მუშაობდა, ორკესტრში უკრავდა. ქალაქში არეულობის პერიოდი რომ იყო, ერთ საღამოს შინ ძალიან გვიან დაბრუნდა, უფიქრია, ახლა ვინღა ამოიღებსო და ვიოლინო მანქანაში დაუტოვებია. იმ ღამეს მოპარეს.
როიალის გარდა, ოჯახს მემკვიდრეობით სტრადივარიუსის ვიოლინოც ჰქონდა, მისი ანალოგი მსოფლიოში მხოლოდ 4 ეგზემპლარი არსებობს. ჩემი სიძე მევიოლინეა. ის ტელევიზიაში მუშაობდა, ორკესტრში უკრავდა. ქალაქში არეულობის პერიოდი რომ იყო, ერთ საღამოს შინ ძალიან გვიან დაბრუნდა, უფიქრია, ახლა ვინღა ამოიღებსო და ვიოლინო მანქანაში დაუტოვებია. იმ ღამეს მოპარეს. როიალი ანტიკვარი ანტიკვარული ნივთები სრულად ნახვა