“მიყვარს სამზარეულოს ნივთების ყიდვა.. ცომეულს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ” – როგორ სახლში ცხოვრობს ნინო ბურჯანაძე და რას ყვება ოჯახზე
“ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “მთავარს” სახლში უმასპინძლა და მისი ერთი დღის შესახებ უამბო. მკაცრი იმიჯის მქონე პოლიტიკოსი ქალი ოჯახსა და სახლზე იშვიათად საუბრობს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სახლში ყოფნა, სამზარეულოში ფუსფუსი და დალაგება დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, სახლში განსაკუთრებით უყვარს ბაღში ყოფნა, სადაც მაგიდაზე ხელოვნური შადრევანი, შემინული კედლები, უამრავი მცენარე და კარგი მოსასვენებელი სივრცეა.
‘