მალიბუში ბარბის სახლი ააშენეს, რომელიც ზუსტად ჰგავს მაკეტს

მალიბუში ბარბის სახლი ააშენეს, რომელიც ზუსტად ჰგავს მაკეტს

ფილმმა „ბარბი“ იმდენად მოიცვა მსოფლიო, რომ მალიბუში სახლიც კი ააშენეს, რომელიც ზუსტად იმეორებს ბარბის მინიატურული სახლის დეკორაციას და ინტერიერის დიზაინს. ბარბის სახლი, რომელზეც ბევრი ბავშვობაში ოცნებობდა, Airbnb-ზე ქირავდება და მასში მხოლოდ ორი ადამიანი თავსდება. ოთახების ინტერიერი საოცარი სიზუსტით ჰყავს მაკეტს და მასში ყოველი დეტალი გათვლილია.
საძინებელი
ბარბის სახლი გარდერობი ბარბის გარდერობი საცეკვაო მოედანი barbi
პარფიუმერიის კუთხე barbi ვერანდა ბარბის სახლი ვერანდა სავარჯიშო კუთხე ბარბი სავარჯიშო კუთხე სახლში სივრცე გორგოლაჭებისთ გართობისთვისაც არის გამოყოფილი გასართობი სივრცე
სავარძლები ზღვის ხედებით დასატკბობად
ზღვის ხედი შეგახსენებთ, რომ ბარბი მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა. იმის გათვალისწინებით, რომ ბლოკბასტერების სეზონი დასრულდა, ხოლო დიუნის გამოსვლის თარიღი 2024 წელს გადაიწია, გრეტა გერვიგის კომედიას ვეღარავინ გადაასწრებს. ამ დროისთვის ბარბის 1.36 მილიარდი დოლარი აქვს გამომუშავებული. ფილმი ჯერ კიდევ გადის მსოფლიო კინოგაქირავებაში, შესაბამისად ციფრი საბოლოო არ არის. აქამდე 2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი კომპიუტერული თამაშის ეკრანიზაცია Super Mario Bros. იყო. ანიმაციურმა ფილმმა 1.359 მილიარდი დოლარი მოიპოვა. ბარბი კინოსტუდია Warner Bros.-ის ფინანსურად ყველაზე წარმატებული პროექტია. 12 წლის განმავლობაში სტუდიის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი ჰარი პოტერის მერვე ნაწილი იყო. ბარბის დიდ ეკრანზე ნახვა მაყურებელს საქართველოს კინოთეატრებში ჯერ კიდევ შეუძლია. გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში. თეგები: ბარბის სახლი, სახლის მშენებლობა