ლამინატი კედელზე? - რატომ არის ეს კარგი იდეა

ლამინატი კედელზე? – რატომ არის ეს კარგი იდეა

თუ რემონტის შემდეგ ლამინირებული იატაკი შემოგრჩათ, ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას ან გაჩუქებას. დაფიქრდით, იქნებ მას შეიძლება უჩვეულო გამოყენება მოუნახოთ? ჩვენ ერთ საინტერესო ვარიანტს გთავაზობთ, რომელიც ვიზუალურად საინტერესო და ასევე, პრაქტიკულიცაა. სულ უფრო იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ლამინატს ოთახის კედლებზე აკრავენ – ანტივანდალური კედლები შპალერზე უფრო გამძლეა და თან, ოთახში საინტერესო ინტერიერის დიზაინს ქმნის. ამიტომ ნუ გადაყრით რემონტის შემდეგ მორჩენილ ლამინატს. მისი გამოყენებით შეგიძლიათ გამოყოთ საწოლის უკანა მხარეს გააკეთოთ საკმაოდ ლამაზი დეკორი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეა და თქვენი საძინებლის ინტერიერის დიზაინი უფრო დახვეწილია. შიდა დიზაინი
ტელევიზორის კუთხე
ლამინატი
ტანსაცმლის საკიდი და ა.შ.
ლამინატის დეკორი
რა დაგჭირდებათ მსგავსი დეკორისთვის? ინტერიერის დიზაინისთის? 
  • ლამინატი;
  • ლითონის პროფილი თაბაშირ-მუყაოს ფილისთვის (გიფსოკარდონი);
  • კუთხის პლასტმასის პროფილი;
  • ორმხრივი ხერხი;
  • წებოვანი ქაფი.
როგორ დავაგოთ ლამინატი კედელზე?
  • მოაშორეთ კედლებს შპალერი და მისი ნარჩენები კარგად ჩამოწმინდეთ;
  • დაჭერით ლამინატი ნაწილებად ისე, რომ შეესაბამებოდეს კედლის ზომას;
  • პირველი რიგის ჩასაყოლებლად, კედელზე მიამაგრეთ პროფილები გიფსოკარდონისთვის.
  • ლამინატს უკანა მხრიდან დაახსით წებოვანი ქაფი და დაიწყეთ მისი გაკვრა.
laminatis fasebi
კუთხეებში ლამინატის შესაერთებლად გამოიყენეთ კუთხის პლასტმასის ფილების პროფილი.
ინტერიერის დიზაინისთვის საჭიროების შემთხვევაში, ხვრელები გაუკეთეთ ლამინატს იმ ნაწილებში, სადაც საკიდების გაკეთება დაგჭირდებათ. საბოლოო ჯამში, საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად, მიიღებთ გამძლე და საინტერესო დიზაინის კედლებს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
თეგები: შპალერზე, შპალერზე, ინტერიერის დიზაინისთვის, ინტერიერის დიზაინისთვის , ლამინატს ოთახის კედლებზე, ოთახის კედლებზე, საძინებლის ინტერიერის დიზაინი , საძინებლის ინტერიერის დიზაინი.