კლდეში გამოკვეთილი უძველესი ქალაქები

კლდეში გამოკვეთილი უძველესი ქალაქები

დედამიწაზე არსებობს ადგილები, რომლებსაც რთული რელიეფის გადალახვის გარეშე ვერ მიუახლოვდებით. მათ შორის, არის კლდეში ნაკვეთი ქალაქები, თუმცა ისინიც უნდა აღინიშნოს, რომ ისინი შორი მანძილიდანაც ახერხებენ მნახველის გაოცებას. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ კლდეში გამოკვეთილ უძველეს ქალაქებს: პეტრა ამ შემთხვევაში, ადამიანის ჩარევამ ბუნებაში ის მხოლოდ გაალამაზა. კლდეში ნაკვეთი ეს ქალაქი დღემდე უამრავ ტურისტს იზიდავს. ისტორიულად, ქალაქი პეტრა თანამედროვე იორდანიის ტერიტორიაზე, შუა უდაბნოში მდებარეობს. მასთან მისასვლელად ასეთი საოცარი კანიონის გავლაა საჭირო. დემრე ძველი ქალაქი დემრე ცნობილია იმით, რომ იქ წმინდა ნიკოლოზი სწავლობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ძველი წელთაღრიცხვით 343 წელს, ის ადგილობრივ ეკლესიაში დაკრძალეს, სადაც მისი ნეშთი 1087 წლამდე ესვენა, სანამ ის არ მოიპარეს და იტალიის ქალაქ ბარიში არ გადაასვენეს, სადაც დღემდე იმყოფება. მორწმუნეთა სასწაულებრივმა განკურნებამ, რომლებიც ამ დროის განმალობაში წმინდანის თაყვანს სცემდნენ, ადამიანებს ჩაუნერგა მტკიცე რწმენა, რომ ნიკოლოზი მათი მფარველი იყო. ამასთან, ქალაქში ჯერ კიდევ შემონახულია სამარხები ან ფერადი მოზაიკა, რომელიც უკვე მე-20 საუკუნეში მიმდინარე გათხრების დროს აღმოაჩინეს. ვარძია შუა საუკუნეების კლდის ხუროთმოძღვრების დიდებული ანსამბლი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძეგლია საქართველოში. ის თბილისიდან  300 კილომეტრის დაშორებით,ისტორიულ მესხეთში მდებარეობს. კლდეში ნაკვეთი ქალაქის საერთო ფართობი 40 ათასი კვ.მ-ია. ის ძირითადად XII საუკუნეში აშენდა და ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული და სასულიერო ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდა.