ხალიჩები კვლავ აქტუალურია - რატომ უნდა გადავიტანოთ ინტერიერში მთავარი აქცენტი იატაკზე?

ხალიჩები კვლავ აქტუალურია – რატომ უნდა გადავიტანოთ ინტერიერში მთავარი აქცენტი იატაკზე?

ოთახის ინტერიერზე ფიქრისას, პირველ რიგში კედლები და ავეჯი გვახსენდება, თუმცა, თუ თანამედროვე ტენდენციებს გადაავლებთ თვალს, დიზაინერები სულ უფრო ხშირად აკეთებენ მთავარ აქცენტს იატაკზე. შეიძლება ითქვას, რომ ხალიჩებმა თავისი აქტუალობა ისევ დაიბრუნა, თუმცა, თანამედროვე ფაქტურებითა და სახით. ამ სტატიაში რამდენიმე ვარიანტს წარმოგიდგენთ, რაც დაგარწმუნებთ, რომ ეს არც თუ ისე ურიგო აზრია: ნათელი შტრიხები ბინაში თუ ინტერიერის საფუძვლად მსუბუქ და ნეიტრალურ ფონს შეარჩევთ, შეგიძლიათ, ნათელი შტრიხები იატაკის ორნამენტების საშუალებით შემოიტანოთ სახლში. სასადილო ოთახში აქცენტის იატაკზე გადატანა მართლაც განსაკუთრებულ ჰარმონიას ქმნის დანარჩენ ინტერიერთან. ხალიჩა მისაღები ოთახისთვის დიდი ხნის გამოცდილებაა, თუმცა, სწორად შერჩეული ხალიჩა ოთახს არა ძველმოდურს, არამედ პირიქით, თანამედროვეს ხდის. ნათელი იატაკი არც შემოსასვლელი ოთახისთვის იქნება ზედმეტი. თუ მისაღებ ოთახში კლასიკური გარემოს თანამედროვე ტენდენციებთან შეხამება გსურთ, გირჩევთ, ფერადი რბილი ავეჯი შეარჩიოთ და იატაკიც იმავე ტონის გავლენით დააგოთ. სააბაზანოში აქცენტის იატაკზე გადატანა კი უკვე კლასიკად ქცეული გადაწყვეტილებაა.