ინტერიერის დიზაინის ტენდენციები, რომლებიც წარსულს ჩაბარდება

ინტერიერის დიზაინის ტენდენციები, რომლებიც წარსულს ჩაბარდება

დიზაინის ტენდენციების შერჩევისას მთავარი შეცდომა თქვენი სურვილების და კომფორტის უგულებელყოფაა სილამაზის ხარჯზე. დღეს, ბევრი ტენდენცია არ გამოირჩევა ფუნქციონალურობით, არ ერწყმის ყველა ტიპის ინტერიერს და შესაბამისად, დადგება დრო, როცა ის აქტუალობას დაკარგავს. სტატიაში ნახავთ: ინტერიერის დიზაინის ტენდენციები, რომლებიც წარსულს ჩაბარდება
მინიმალიზმი და თეთრი ფერი
2024 წლისთვის, მინიმალისტური ინტერიერი, რომლებიც ასე პოპულარულია ბოლო წლებში, წარსულს ჩაბარდება, რადგან მის გამო, ბევრ საჭირო ნივთსა და ხშირად, კომფორტზეც გვიწევს უარის თქმა.
ასევე წარსულში შეიძლება დარჩეს თეთრი ინტერიერი.
დღეისთვის, ეს ტენდენცია იმ შემთხვევებში გამოიყენება, როცა კრეატიული გზით წასვლა არ გვსურს, თუმცა, მისი ალტერნატივა – ნათელი და მრავალფეროვანი ფერების პალიტრები სულ უფრო პოპულარული ხდება. ინტერიერის დიზაინი
რთული ფორმები
დიზაინერების გათვლებით, ავეჯში, დეკორსა და დიზაინში რთული გეომეტრიული ფორმების სიმრავლე, რომლებიც დღეს ხშირად გამოიყენება, ასევე დაკარგავს აქტუალობას, რადგან უპირველეს ყოვლისა, ავეჯის ყველა რთული გეომეტრიული ნაწილი უფრო სილამაზისთვისაა განკუთვნილი, ვიდრე ფუნქციონალობისა და კომფოტისთვის. ინტერიერის დიზაინი
ხავერდი და მონოქრომული ფერები
დიზაინერების თქმით, ხავერდი და მონოქრომული ფერები 2024 წელს წარსულს ჩაბარდება იმის მიუხედავად, რომ ბევრისთვის, ასეთი ქსოვილები კლასიკადაა ქცეული.
ახლა, ქსოვილის ბაზარი ძალიან მრავალფეროვანია და მომწოდებლებს კატალოგების დიდი რაოდენობა აქვთ.
დიზაინერები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ ტექსტურირებულ ქსოვილებს, როგორიცაა ბუკლე, ჩენილი, მქრქალი და ბეწვი. მისაღები ოთახის დიზაინი
მასიური დივნები
აქტუალობას დაკარგავს მასიური დივნები და სავარძლები. ეს ტენდენცია შესანიშნავია დიდი ოთახებისთვის, მაგრამ ძალიან რთულია მასიური ავეჯის პატარა ბინაში მოთავსება. ზოგადად, ასეთი ნივთები ინტერიერში დიდ ადგილს იკავებს და ვიზუალურად შთანთქავს სივრცეს. მისაღები ოთახის დივანი
სტერილური სამზარეულოები
უკვე მოძველებულად ითვლება ზედმეტად სტერილური სამზარეულოებიც.
ამის ნაცვლად, რეკომენდებულია უფრო თბილი და ფუნქციონალური გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს კომფორტულ კომუნიკაციას.
დიზაინერები სამზარეულოს მასალაში ბუნებრივი ჩრდილებისა და ტექსტურების გამოყენებას გვირჩევენ, რაც სიმყუდროვეს და ჰარმონიას ქმნის. სამზარეულოს დიზაინი