იდეები ორიგინალური დიზაინის ჭერისთვის

იდეები ორიგინალური დიზაინის ჭერისთვის

ჭერი ნებისმიერი ინტერიერის მნიშვნელოვანი კომპონენტია. სივრცის განწყობა და აღქმა დიდწილად დამოკიდებულია მის დიზაინსა და კონსტრუქციაზე. ამიტომ, არ იჩქაროთ ჭერის გათეთრება – განიხილეთ სხვა ვარიანტები. ამ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო იდეას, რომლის რეალიზებაც თქვენს ოთახს განსაკუთრებულ დიზაინს შესძენს. ნაწილობრივ შეღებილი ჭერი ჩვეულებრივი ჭერის უჩვეულოდ გადაქცევის უმარტივესი გზა მისი ნათელი ფერით შეღებვაა. თუ ჯერის ფერს ავეჯის ფერებს შეუხამებთ, ოთახში საერთო კომპოზიციას მიიღებთ. გასაჭიმი ჭერი გასაჭიმი, იგივე ფრანგული ჭერი უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, ბევრი მაინც არიდებს თავს მის გაკვრას. ფრანგული ჭერი სივრცის აღქმას ზრდის და საინტერესოდ ირეკლავს ოთახის ინტერიერს. მუქად შეღებილი ჭერი თუ ოთახს ღია ფერებში გადაწყვეტთ, დაფიქრდით, იქნებ მას მუქი, მაგალითად, მელნისფერი ჭერი შეუხამოთ, რომელიც ინტერიერს კლასიკურ იერს შესძენს. დაიტანეთ ჭერზე ორნამენტები უჩვეულო დიზაინის ჭერი თქვენს ინტერიერს უფრო თანამედროვეს და თამამს გახდის. ხით მორთული ჭერი ჭერზე ხის ფრაგმენტის დატანა ორიგინალური გადაწყვეტაა და განსაკუთრებით, საძინებელსა თუ მისაღებ ოთახს უხდება. სარკე სარკის ფილებით მორთული ჭერი მთელი ოთახის ინტერიერს ირეკლავს და ოთახში საინტერესო ატმოსფეროს ქმნის. ორიგინალური კონსტრუქცია ჭერზე ჭერზე ორიგინალური კონსტრუქციის დამონტაჟება კი ოთახს ნამდვილად ორიგინალურ ელფერს შესძენს. ასეთი დიზაინი განსაკუთრებით, სამზარეულოს უხდება. ზოლებიანი ჭერი ამ ტიპის ჭერი ძალიან უხდება საბავშვო ოთახის დიზაინს.