ექსკლუზივი: ნათია დუმბაძის ულამაზესი სახლი და ეზო საგურამოში, რომლებიც საკუთარი ხელით დააპროექტა: „ელიავაზე უკვე მცნობენ, ჩვენი დუმბო მოვიდაო...“

ექსკლუზივი: ნათია დუმბაძის ულამაზესი სახლი და ეზო საგურამოში, რომლებიც საკუთარი ხელით დააპროექტა: „ელიავაზე უკვე მცნობენ, ჩვენი დუმბო მოვიდაო…“

ნათია დუმბაძე მესამე წელია, საგურამოში საქმიანობს – ჯერ მიწა იყიდა, შემდეგ პატარა სახლი ააშენა და ახლა ეზოს კეთილმოწყობით არის დაკავებული. დიზაინერი არ ჰყოლია და ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთა. როგორც მომღრალი ამბობს, მისი შემოსავლები ბოლო სამი წელია, სწორედ ამ აგარაკის კეთილმოწყობაში მიდის და თანხებს მაქსიმალურად ზოგავს, რომ თავისი მშვენიერი კუთხე კიდევ უფრო გაამშვენიეროს. საბოლოო მიზანი საგურამოში საცხოვრებლად გადასვლაა. ახლაც ხშირად არის იქ. დანარჩენს fortuna.ge-ს თავად უყვება. ნათია დუმბაძე:  საგურამოში შევიძინე სამი წლის წინ მიწა. ნელ-ნელა დავიწყე გაკეთება. ჯერ გავასუფთავე ეზო, მერე პატარა ხის სახლი ჩავდგი. მეორე წელს საცურაო აუზი გავაკეთე, წვალებ-წვალებით (იღიმის), ესეც ნელ-ნელა. საცურაო აუზსა და სახლს შორის სივრცე მოვაწყვე ლამაზად. ახლახან კი საცხოვრებელი სახლის გვერდზე გავაკეთე საქეიფო ოთახი, პროექტი ბუხრით იყო, მაგრამ ბუხრის გაკეთება სამწუხაროდ, ჯერ ვერ მოვახერხე. სახლის მოწყობას არცთუ მცირე თანხები სჭირდება. აღნიშნავ, რომ ამ ყველაფერს წვალებით აკეთებ…  სრულად ნახვა