ძველი ნივთები, რომლებიც თაროებში არ უნდა დამალოთ

ძველი ნივთები, რომლებიც თაროებში არ უნდა დამალოთ

ინტერიერის დეკორაციისთვის ახალი და ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ძვირი აქსესუარების შეძენა აუცილებელი არ არის. სახლში ყველას მოგვეპოვება ძველი ნივთები, რომლებსაც თაროებსა და უჯრებში ვმალავთ. შეგიძლიათ, მათ ახალი ფუნქცია მიანიჭოთ და თანამედროვე ინტერიერის ნაწილად აქციოთ. ჩვენი რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ, რომ ძველ ნივთებს ახალი გამოყენება მოუნახოთ: ძველი ფირფიტები თუ ძველ ფირფიტებს აღარ უსმენთ, შეგიძლიათ მათი გამოყენებით საძინებელი ოთახის კედელი გააფორმოთ. ძველი ფირფიტები
ძველი ფანჯრები
თუ სახლში ახალი ფანჯრები გააკეთეთ, ძველ, ხის ფანჯრებს ნუ გადაყრით. მათი გამოყენებით შეგიძლიათ კედელში გამოყვანილი ორიგინალური კარადა დაამზადოთ. ძველი ფანჯრები ასევე შეგიძლიათ, ძველი ფანჯარა კედლის დეკორად გამოიყენოთ. ძველი ჯანჯარა
ნალი, როგორც საკიდი
თუ სოფელში ნალები გაქვთ შემორჩენილი, შეგიძლიათ მათ დანიშნულება შეუცვალოთ და კედელზე ორიგინალური საკიდი კუთხე მოაწყოთ. ნალის ფორმის საკიდი ძველი მანქანის ნაწილი ხოლო თუ ავტოფარეხში გაფუჭებული მანქანა გიყენიათ, შეგიძლიათ მისი ნაწილების გამოყენებით სამზარეულოს ორიგინალური ინტერიერი შექმნათ. ძველი კარებები ასევე ლამაზ დეკორაციაად შეიძლება იქცეს ძველი კარებები. ძველი კარები