"ლაიმა ვაიკულე ჩემი წყნეთის აგარაკით ძალიან მოიხიბლა" - დაათვალიერეთ დავით ოქიტაშვილის აგარაკი

“ლაიმა ვაიკულე ჩემი წყნეთის აგარაკით ძალიან მოიხიბლა” – დაათვალიერეთ დავით ოქიტაშვილის აგარაკი

“სტანისლავ ბონდარენკო, ლაიმა ვაიკულე და სხვები არიან ჩემთან ნამყოფი წყნეთში… მათ რა უნდა გაუკვირდეთ, ლაიმას არანახული აგარაკი აქვს, მაგრამ ჩემი აგარაკითაც მოიხიბლა… სტანისლავი გაგიჟდა, სულ თავის ხელით დაკრიფა შავი ბალი. ეზოში გვიანობამდე ვთამაშობდით ჯოკერს და მერე სულ მირეკავდა, როდის ჩამოვალ, ერთად რომ წავიდეთ წყნეთშიო… ვინც კი ყოფილა ყველას სურს, ისევ მოვიდეს!” -ამბობს დავით ოქიტაშვილი… ულამაზესი აგარაკი, ულამაზესი ინტერიერის დიზაინით, ბაღის დიზაინით და დეკორით წყნეთში მდებარეობს. სახლის რემონტი და მთლიანად ეს ოაზისი ფაქტიურად თავის ხელით გააკეთა. – ჩემი აგარაკი წყნეთში მდებარეობს. ოცი წლის წინ აჩიკო მეფარიძის მამის – შოთა მეფარიძის დახმარებით ნაკვეთი შევიძინეთ და ნელ-ნელა ავაშენეთ…
მახსოვს, თბილისის ზღვაზე იყო სათბური, სადაც ერთი კაცი მუშაობდა, რომელსაც გოგი პაპას ვეძახდით.  მისგან შევიძინეთ და მოვაშენეთ ეს ყვავილები. გვასწავლა თუ როგორ უნდა მოგვევლო და ზუსტად ისე მოვიქეცით, არაფერი არ შეგვიცვლია.- ზაფხულში ალბათ ბევრი სტუმრები გყავთ…
– რასაკვირველია! მე და ჩემს მეუღლეს სტუმარი იმდენად გვიყვარს, სტუმარი რომ ჩემს სახლში არ მოვიდეს, ეგეთი არც მინდა! ეს არ ეხება მხოლოდ წყნეთის სახლს, იგივეს ვამბობ თბილისის სახლზეც! თუმცა ადამიანებს წყნეთში უფრო უყვართ მოსვლა. ყველა სტუმარი მახარებს, ხომ გაგიგონიათ – მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდვააო… ცნობილი ადამიანებიდან ძალიან ბევრი ყოფილა ჩემთან წყნეთში, მეშინია რომ დავასახელო, ვინმე არ გამომრჩეს. მეხუმრებიან მოდი აქ პატარა სცენა გავაკეთოთ და თბილისში რომ მალე ღამის 12 საათის შემდეგ ხმაური იკრძალება, შენთან გადმოვინაცვლოთო… ვუთხარი აქ კიდევ მეტად სჭირდება სიწყნარე ხალხს, დასასვენებლად არიან ამოსულები-მეთქი… ბაღი სრულად ნახვა თეგები: ინტერიერის დიზაინი,