დაბურული თუ პრიალა ზედაპირი სამზარეულოსთვის? - რომელია უკეთესი

დაბურული თუ პრიალა ზედაპირი სამზარეულოსთვის? – რომელია უკეთესი

სამზარეულოს ზედაპირების შესახებ არაერთი სტერეოტიპი არსებობს. მაგალითად, ამბობენ, რომ ნათითურები პრიალა ზედაპირს უფრო ეტყობა, ვიდრე დაბურულს. სინამდვილეში, თქვენი კითხვების უმეტესობაზე ორაზროვანი პასუხები არსებობს, „კის“ და „არას“ კი თან ერთვის – „თუმცა.. ზედაპირის შერჩევისას, ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ: პატარა სამზარეულოა თუ დიდი, უერთდება მისაღებ ოთახს, თუ ცალკეა. ზოგადად მიღებულია, რომ პრიალა ტექსტურები უფრო პატარა ზომის სამზარეულოებს შეეფერება, რადგან ისინი, ანარეკლის დამსახურებით სივრცეს აფართოებენ. სამზარეულო ლურჯ ფერში თუმცა ასევე უნდა გაითვალისწინოთ, თუ სად გადის სამზარეულოს ფანჯარა, რადგან არსებობს რისკი, რომ პრიალა ზედაპირმა შეიძლება ცუდად აირეკლოს ფანჯრიდან შემოსული მზის სხივი. ფერადი სამზარეულოები ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა სტილისაა სამზარეულო. გავრცელებულია მოსაზრება, რომ კლასიკურ ვარიანტებს მხოლოდ დაბურული ფასადი შეეფერება, ხოლო თანამედროვეს, პრიალა ზედაპირი. თანამედროვე სამზარეულო კლასიკური სამზარეული იმიტომ არის დაბურული, რომ მოჩუქურთმებული ზედაპირისთვის სიპრიალე ზედმეტი ეფექტია. ჩარჩოიანი პანელის უმარტივესი ზედაპირიც კი, პრიალა ზედაპირის შემთხვევაში, გადაჭარბებული იქნებოდა. კლასიკური სამზარეულო თუ სამზარეულოს ფერი პრეტენზიულია, ანაც მუქი, დიზაინერები უპირატესობას დაბურულ ზედაპირებს ანიჭებენ. ისინი თვლიან, რომ ასეთი ზედაპირი ფერის სიღრმეს უკეთ გადმოსცემს. სამზარეულოს დიზაინი გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.. თეგები: პრიალა ზედაპირი,