დაათვალიერეთ ნინო კასრაძის ულამაზესი სახლი და ეზო ქალაქგარეთ (ვიდეო)

დაათვალიერეთ ნინო კასრაძის ულამაზესი სახლი და ეზო ქალაქგარეთ (ვიდეო)

ლიკა ევგენიძე„რუსთავი 2“-ის შუადღის გადაცემისთვის ნინო კასრაძეს შინ ესტუმრა და მას უამრავი შეკითხვა დაუსვა, რაზეც მსახიობმა სიამოვნებით უპასუხა. იმის გათვალისწინებით, რომ ნინო კასრაძე ჟურნალისტებთან შეხვედრას ერიდება, მისი თაყვანისმცემლებისთვის ეს მსახიობის ეკრანს მიღმა დანახვის იშვიათი შემთხვევაა. ნინო კასრაძე 14 წელია, ქალაქგარეთ ცხოვრობს და აღნიშნავს, რომ ეს ძალიან მოსწონს – „ახლა კარგად არ ჩანს, მაგრამ გაზაფხულიდან აქ სულ ვარდებია. შეუძლებელია, აქ იცხოვრო და არ იყო ჩართული ამ საქმიანობაში რაღაც დოზით მაინც, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და ჩემი ხელით ბევრი რამ მაქვს გაკეთებული“.