დაალაგეთ ტაფაზე ალუმინის ფოლგის ბურთულები - ეს ყველა დიასახლისმა უნდა ნახოს

დაალაგეთ ტაფაზე ალუმინის ფოლგის ბურთულები – ეს ყველა დიასახლისმა უნდა ნახოს

გემრიელი და სასარგებლო კერძის მომზადების ერთ-ერთი მეთოდი ორთქლზე მოხარშვაა. ჩვენ შემოგთავაზებთ მარტივ და უნიკალურ მეთოდს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ, მოამზადოთ საკვები ცხიმის გარეშე.
1. ალუმინის ფოლგისგან გააკეთეთ 3-4 საშუალო ზომის ბურთულა. 2. ჩაალაგეთ ბურთულები ღრმა ტაფაში ან ქვაბში. 3. თეფშზე მოათავსეთ სასურველი პროდუქტი (ამ შემთხვევაში თევზი) მოაყარეთ მარილი და სუნელები გემოვნებით და თეფში ალუმინის ბურთულებზე დადგით. 4. ჩაასხით ტაფაში იმდენი წყალი, რომ ბურთულები ნახევრად დაფაროს. დააფარეთ ტაფას თავსახური და 7-10 წუთით ცეცხლზე დადგით. გაითვალისწინეთ, რომ კერძის მომზადების დრო პროდუქტზეა დამოკიდებული. ორთქლზე ხორცის მომზადებას ცოტა მეტი დრო სჭირდება, კატლეტის მომზადებას კი – ცოტა ნაკლები. 5. ფრთხილად ამოიღეთ თეფში ტაფიდან და კერძი გემრიელად მიირთვით.