ჩვეულებრივი ცარცი თურმე სასწაულებს ახდენს – ეს უნდა იცოდეთ!
ცარცი საოჯახო საქმიანობაში მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევს. მისი სახლში ქონდა ძალიან დაგეხმარებათ. ცარცი ცხიმიან ლაქებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოფილა. წაუსვით ცარცი ლაქას, გააჩერეთ 10 წუთი და გარეცხეთ. ცხიმი აღარ იარსებებს.
ცარცი დაგეხმარებათ თეთრი პერანგის საყელოს გათეთრებაში. გარეცხვის წინ წაუსვით საყელოს ცარცი და ისე გარეცხეთ. ეს მეთოდი ნებისმიერი თეთრი ქსოვილისთვის გამოგადგებათ და თავიდან აგაცილებთ მის სიყვითლეს.
ხშირად ჩნდება ლაქები ზამშის ფეხსაცმელზე, რომლის მოშორებაც თითქმის შეუძლებელია, მაგრამ არა ცარცისთვის. წაუსვით ცხიმიან ადგილს ცარცი და დატოვეთ მთელი ღამით, დილით ლაქა აღარ იქნება.ცარცის ნატეხი სარეცხის კალათაში თავიდან აგაშორებთ უსიამოვნო სუნსა და ნესტს. ცვალეთ ცარცის ნატეხი თვეში ერთხელ და ეს პრობლემა არასდროს შეგაწუხებთ.
ცარცის ნატეხი სარეცხის კალათაში თავიდან აგაშორებთუსიამვნო სუნსა და ნესტს. ცვალეთ ცარცის ნატეხი თვეში ერთხელ და ეს პრობლემა არასდროს შეგაწუხებთ.
ასევე გირჩევთ ცარცის ნატეხის მოთავსებას დანებთან და ჩანგლებთან და ისინი არასდროს შეიცვლიან ფერს. ასევე კარგია ცარცის შენახვა ზარდახშაში. თქვენი სამკაულები არ დაიბურება და სულ ახალივით იბრწყინებს. ასევე დაგეხმარებათ ცარცი ტანსაცმლის კარადაში იდეალური სურნელის შესანარჩუნებლად. მოათავსეთ შიგნით ცარცის რამდენიმე ნაჭერი და კმაყოფილი დარჩებით. ცარცი დაგეხმარებათ ავეჯის ოპტიმალურად განლაგებაში გადაადგილების დროს. ჯერ მონიშნეთ ადგილი, სადაც იდგა ავეჯი და ისე გადააადგილეთ. ასე უკეთ გაანაწილებთ სივრცეს.
ჟანგის წინააღმდეგ საბრძოლველადაც უებარი საშუალებაა ცარცი. ინსტრუმენტების ყუთში დაიცავს თქვენს ნივთებს.
სრულად ნახვა