ბიუჯეტური იდეები ხისგან დეკორის გასაკეთებლად

ბიუჯეტური იდეები ხისგან დეკორის გასაკეთებლად

თუ სახლში ერთფეროვანი გარემო მოგბეზრდათ, აუცილებელი არ არის, ახალი დეკორის შესაძენად დიდი ხარჯები გაიღოთ. საკმარისია, გამოიყენოთ ფანტაზია და შემოქმედებითი მიდგომა, რაც საშუალებას მოგცემთ, მინიმალური დანახარჯებით მიაღწიოთ სასურველ შედეგს. ამ სტატიაში რამდენიმე იდეას გთავაზობთ, რაც სახლში მყუდრო გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ: სულ რამდენიმე ხის დაფა, ბაწარი და ფარდის საკიდია საჭირო იმისთვის, რომ ნივთების შესანახად ასეთი კუთხე მოაწყოთ. ხის ტოტების და თოკების კომბინაციით კი ასეთი სამკაულების ორიგინალური სათავსოც გამოგივათ. ამისთვის, კედელში სულ რამდენიმე ლუსმნის ჩაჭედებაა საკმარისი. ხის რამდენიმე ნაჭერი კი ასეთი მყუდრო კუთხის მოწყობაში დაგეხმარებათ. თუ კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას გამოიჩენთ, არც ასეთი ხის სადგამის შექმნა რთული. ხის და ბაწრის დახმარებით, კედლის საკიდების არაერთი ვარიანტიდან შეგიძლიათ წიგნების და მცენარეების სათავსოსთვის დიზაინი შეარჩიოთ. ხოლო თუ ძველ კომოდს ბაწარს შემოავლებთ და სარეცხის სამაგრებს გაუკეთებთ, მასზე პოლაროიდით გადაღებული ფოტოების დაკიდებასაც შეძლებთ. ხის უბრალო კონსტრუქცია კი თქვენს მცენარეებს უფრო თვალშისაცემ ადგილს მიუჩენს.