როგორ მოვაწყოთ საწოლის უკანა კედელი?

როგორ მოვაწყოთ საწოლის უკანა კედელი?

საწოლის უკან დეკორი ხშირად განსხვავდება კედლის სხვა დანარჩენი მხარეებისგან. ეს ლოგიკურიცაა – ესთეტიკური მხარის გარდა, იქედან გამომდინარე, რომ საწოლის კედელს ყველაზე ხშირად ვეყრდნობით, მოსახერხებელიცაა, რომ მას რაიმე მასალა ჩამოვაფაროთ. ასე, კედელი უფრო დიდხანს გაძლებს და ჩვენც უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ თავს. ამ სტატიაში გთავაზობთ იდეებს, თუ როგორ მორთოთ საწოლის უკანა მხარეს კედელი: პირველი და ყველაზე გავრცელებული ვარიანტი კედელზე რბილი ნაჭრის ჩამოფარებაა. ზევით კი შეგიძლიათ გააკეთოთ თარო, რომელზეც სურათებს ჩამოალაგებთ. ხოლო თუ უფრო გსურთ უფრო ტევადი გახადოთ საწოლის უკანა მხარე, უმჯობესია ის უჯრებით დაფაროთ. ასევე ძალიან კარგი ვარიანტია, თუ თავად საწოლს შეიძენს მაღალი მისაყრდნობით. კიდევ ერთი გავრცელებული ვარიანტი კი მთელი კედლის ერთიანი კონსტრუქციით დაფარვაა, რომელიც რბილ მისაყდნობს, სარკეებს და განათებებს აერთიანებს. ასევე ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ ორიგინალურ დეკორაციებს.