კინეტიკური არქიტექტურა - მოძრავი შენობების წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია

კინეტიკური არქიტექტურა – მოძრავი შენობების წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია

კინეტიკური არქიტექტურა არის კონცეფცია, რომელშიც შენობების სტრუქტურის ნაწილების გადასაადგილებლად იქმნება, საერთო სტრუქტურული მთლიანობის შელახვის გარეშე. შენობის გადაადგილების უნარი გამოიყენება შემდეგი მიზეზებით: მისი ესთეტიკური თვისებების გაძლიერება; რეაგირება გარემო პირობებზე; იმ ფუნქციების შესრულება, რაც შეუძლებელი იქნებოდა სტატიკური სტრუქტურით. წარმოგიდგენთ კინეტიკური არქიტექტურის ნიმუშებს: „პეპელა“ პანელები დანიის უნივერსიტეტის ფასადზე არსებული კინეტიკური პანელები სითბოსა და სინათლეზე რეაგირებენ. Glasshouse Heatherwick Studio-ს ნამუშევარი კინეტიკური არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. ნაგებობა მოძრაობაში სრულიად იცვლის ფორმას. ის წააგავს ლოტუსის ყვავილს, რომელიც იშლება. დახურულ მდგომარეობაში კი ის ასე გამოიყურება კინეტიკური ფასადური სისტემის კიდევ ერთი მაგალითი მაღალ შენობაზე Gateshead Millenium-ის მოძრავი ხიდი Ned Kahn-ის მიერ შექმნილი კინეტიკური ფასადი აგურები ელექტრონული ეკრანის ფუნქციით Brixels მოდულური ბლოკები ნიუ-იორკის დიზაინის სტუდიის Breakfast-ის გამოგონებაა. თითოეული აგური მოქმედებს როგორც პიქსელი, ანუ ბლოკების კედელი მუშაობს ციფრული ეკრანის მსგავსად და თითოეული აგური აპლიკაციის საშუალებით იმართება, რომელიც  მთელ ინსტალაციას უკავშირდება.