დღეს უკვე რთული წარმოსადგენია მსოფლიოში რომელიმე დედაქალაქის არქიტექტურული იერსახე ცათამბჯენების გარეშე. თუ პირველი მაღალსართულიანი შენობების დიზაინი მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა, თანამედროვე ცათამბჯენები გვაოცებენ თავისი ფორმითა და დიზაინით.
ჯერ კიდევ არ არსებობს კონსენსუსი იმაზე, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს
ცათამბჯენის მინიმალურ სიმაღლედ. ითვლება, რომ 300 მეტრზე მაღალ ცათამბჯენებს სუპერსიმაღლე აქვთ, ხოლო 600 მეტრზე მაღალს, მეგასიმაღლეს უწოდებენ.
ცოტა რამ, ცათამჯენების ისტორიაზე
მსოფლიოში პირველი ცათამბჯენი Home Insurance Building სადაზღვეო კომპანიის შენობაა ჩიკაგოში, რომელიც 1884–1885 წლებში აშენდა. ის ათი სართულისგან შედგებოდა და მისი სიმაღლე 42 მეტრი იყო. დღევანდელი სტანდარტებით, შენობას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ ცათამბჯენს, თუმცა მაშინ, ის ყველაზე მაღალი ოფისი იყო მსოფლიოში. ამასთან,
არქიტექტორი უილიამ ლებარონ ჯენი იყო პირველი, ვინც ფოლადის ჩარჩო გამოიყენა კედლებისა და შენობის უზარმაზარი წონის დასამაგრებლად. გარედან კი, შენობა აგურით იყო მოპირკეთებული.
ნიუ იორკში 1902 წელს აშენებული ნიუ იორკი კი პირველი უჩვეულო ფორმის ცათამჯენია.
დღეს უკვე, ცათამბჯენების არქიტექტორები ერთმანეთს არამხოლოდ სიმაღლეში, არამედ დიზაინშიც ეჯიბრებიან და ერთი შეხედვით, წარმოუდგენელ მონახაზებს რეალობაში ახორციელებენ.
ჩვენ წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო ცათამბჯენებს:
Aldar HQ, აბუ-დაბი
Aqua Tower, ჩიკაგო
ბურჯ ხალიფა, დუბაი, უდიდესი ცათამბჯენები
30 St Mary Axe, ლონდონი
მსოფლიო ფინანსური ცენტრის შენობა, შანხაი
Mississauga, კანადა
F&F Tower, პანამა
Diamond Tower, საუდის არაბეთი
თეგები: ცათამბჯენები, უდიდესი ცათამბჯენები,