შუშის და მეტალის არქიტექტურული შედევრები

შუშის და მეტალის არქიტექტურული შედევრები

მსოფლიო არქიტექტურაში შუშა და მეტალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მასალებია. ზოგიერთი არქიტექტორი კი ჯერაც ახერხებს, ამ მასალების გამოყენებით ორიგინალობა შეინარჩუნოს და მნახველები გააოცოს. სტატიაში ნახავთ: შუშის და მეტალის არქიტექტურული შედევრები. წარმოგიდგენთ შუშის და მეტალის არქიტექტურულ შედევრებს: National Centre for the Performing Arts პეკინში მდებარე შენობა კვერცხის ფორმას იმეორებს. ის ხელოვნული ტბის პირას არის აშენებული. არქიტექტურული შედევები წყალში მისი ანარეკლი შენობის არქიტექტურულ გადაწყვეტაში მთავარი დეტალია, რითაც შენობა „სრულქმნილი“ ხდება. თანამედროვე არქიტექტურა Esplanade-ს თეატრი სინგაპირში მდებარე შუშის შენობაში თითქმის 600 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განხორციელდა. 2000 ადგილიანი თეატრალური დარბაზის გარდა, შემობაში 1600 ადგილიანი საკონცერტო დარბაზი, ორი სტუდია, თეატრი ღია ცის ქვეშ და სავაჭრო ცენტრია. თავად თეატრის შენობის გუმბათი მინისაა. სიდნეის ოპერის თეატრი უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შენობა უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზია. უოლტ დისნეის ქვრივმა, ლილიანმა 50 მილიონი დოლარი გამოყო, რომ მის მშობლიურ ქალაქში ახალი მუსიკალური ცენტრი აშენებულიყო. მასზე ცნობილმა არქიტექტორმა ფრენკ გერიმ იმუშავა. შენობას ძალიან უჩვეულო დიზაინი აქვს – ის თითქოს მყარი ლითონის კონსტრუქციას წარმოადგენს, ცალკეული ბლოკები კი სხვადასხვა მხარეს არის მიმართული. დისნეის საკონცერტო დარბაზი ბრიუსელის Atomium ეს ნაგებობა 1958 წელს დამონტაჟდა მსოფლიო გამოფენისთვის და სამუდამოდ დარჩა ქალაქის ცენტრში. ის წარმოადგენს სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესის სიმბოლოს.