ცათამბჯენები - რატომ არის მასში ცხოვრება ჯანმრთელობისთვის საშიში?

ცათამბჯენები – რატომ არის მასში ცხოვრება ჯანმრთელობისთვის საშიში?

ექიმთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ძალიან მაღალ სართულზე ხანგრძლივმა ყოფნამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებაზე და ფსიქიკური აშლილობის პროვოცირებაც კი გამოიწვიოს. სტატიაში ნახავთ: ცათამბჯენები – რატომ არის მასში ცხოვრება ჯანმრთელობისთვის საშიში?
რომელი სართულებია საცხოვრებლად ყველაზე შესაფერისი და რა უნდა იყოს გათვალისწინებული მაღალსართულიან კორპუსში ბინის არჩევისას?
ცათამბჯენებში, ანუ მინიმუმ 100 მეტრის სიმაღლის შენობებში რამდენიმე დღე ან თვე ყოფნას ექიმები საშიშად არ მიიჩნევენ. ჯანმრთელობის პრობლემები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს, თუ ასეთ მაღალ სართულზე მუდმივად ცხოვრობთ.
ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ, მათ შორის, სიმაღლის ქვეცნობიერ შიშს.
ცათამბჯენები გარდა ამისა, ცათამბჯენებში ფანჯრები, როგორც წესი, არ იხსნება და ჰაერის ნაკადი მხოლოდ სავენტილაციო სისტემით შემოდის. ეს კი ინფექციების სწრაფ გავრცელებას იწვევს.
მეცნიერული კვლევები
ცათამბჯენებში ცხოვრების საკითხი ფართოდ არის გაშუქებული უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურაში.
არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, რთულია მკაფიო დასკვნების გამოტანა, რადგან კვლევების შედეგები ურთიერთგამომრიცხავია. ამასთან, არსებობს რამდენიმე გონივრული თეზისი – მაგალითად, რაც უფრო მაღალია სართული, მით უფრო დიდხანს მოუწევს ადამიანს პირველადი დახმარების ლოდინი.
გარდა ამისა, Journal of Urban Health-ის ავტორების აზრით, ცათამბჯენებში ცხოვრება ცუდად მოქმედებს ბავშვის სოციალურ ინტეგრაციაზე და დედის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
თუმცა, მაღალ სართულებზე ცხოვრებასაც აქვს თავისი უპირატესობები, მაგალითად, უკეთესი განათება, სუფთა ჰაერი და ქუჩიდან მომავალი ხმაურის ნაკლებობა. ყველაზე მაღალი ცათამბჯენები
არამოსახერხებელი სართულები
არ არსებობს სტანდარტები, რომლითაც სახლის ნებისმიერი სართული ჩაითვლება საცხოვრებლად შეუფერებლად. თუმცა გარემოსდამცველები არ გვირჩევენ მეექვსეზე მაღლა ცხოვრებას: 20–25 მეტრის სიმაღლეზე სუსტდება მაგნიტური ველის გავლენა ადამიანზე, მე–7 მე-9 სართულებზე კი განახევრებულია.
ზემოქმედების შემცირებას განაპირობებს რკინაბეტონის იატაკი – რაც უფრო მაღალია იატაკი, მით მაღალია ის ხალხსა და მიწას შორის.
ამ მიზეზით, ადამიანის იმუნიტეტი შეიძლება დაეცეს, გულ-სისხლძარღვთა სისტემა კი განიცდის დამატებით სტრესს.
ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამრეწველო საწარმოებიდან მომავალი გამონაბოლქვი 30-40 მ სიმაღლეზე გროვდება, რაც 11-14 სართულს უდრის.
მედიკოსთა შეფასებით, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კომფორტულად ითვლება არაუმეტეს 7 სართულის სიმაღლე. უფრო მაღალ სართულზე ყოფნისას ადამიანი ქვეცნობიერად თავს არაბუნებრივ პოზიციაში გრძნობს. ასეთ ადგილას მუდმივმა ცხოვრებამ შეიძლება გამოიწვიოს დახურული (კლაუსტროფობია) ან ღია (აგორაფობია) სივრცის შიშის გაჩენა. ლიფტი ზოგიერთი მაცხოვრებლისთვის დისკომფორტს იწვევს ლიფტების მუდმივი გამოყენების აუცილებლობა – თუ სხეულს არ აქვს დრო, რომ გაუმკლავდეს წნევის ვარდნას ასეთი მოძრაობის დროს, ადამიანს შეიძლება აღენიშნოს ხედვის დაბნელება და ყურებში შუილი.
ამასთან, ცათამბჯენების მაცხოვრებლები დამოკიდებულნი არიან კონდიცირების სისტემაზე, რადგან სიმაღლეზე, სადაც ძლიერი ქარი უბერავს, არ არის გათვალისწინებული ფანჯრის გახსნის შესაძლებლობა.
ამიტომ, თუ ზაფხულის დღეს მაღალსართულიან კორპუსში ელექტროენერგია გაითიშება, ხალხს სიცხესთან გამკლავება მოუწევს. თუმცა, ბერნის (შვეიცარია) უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევის მიხედვით, პირველი სართულების მაცხოვრებლები 40%-ით უფრო მეტად იღუპებიან რესპირატორული დაავადებებით, ვიდრე მე-8 სართულზე და ზემოთ მცხოვრებნი. თეგები: გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია..