საზიანოა თუ არა პლასტიკური წყლის ბოთლის ხელახლა გამოყენება?

საზიანოა თუ არა პლასტიკური წყლის ბოთლის ხელახლა გამოყენება?

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ერთხელ გამოყენებულ ბოთლში თვალისთვის უხილავი მიკრობზარები ჩნდება, რომლებიც საშიში მიკრობებისა და სოკოს სპორების გამრავლებისთვის საუკეთესო გარემოა. როგორც აღმოჩნდა, მიკრობების გამრავლება დამოკიდებული იმაზე, რამდენჯერ გარეცხავთ ერთხელ გამოყენებულ ბოთლს…
ერთ-ერთ კანადურ გამოცემაში დაიბეჭდა კვლევის შოკისმომგვრელი შედეგები, რომლის თანახმადაც, კანადელი ბავშვებისთვის სკოლაში გატანებული 76 წყლის ბოთლიდან მესამედი ყველაზე საშიში ვირუსით – ნოროვირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა. უფრო სწორად, მისი კონცენტრაცია დასაშვებ ზღვარს რამდენჯერმე აღემატებოდა. მეცნიერების განმარტებით, ეს ხდება ერთხელ გამოყენებულ ყველა ბოთლში, რომელსაც შემდეგ წყლით ავსებენ და ოთახის ტემპერატურაზე ტოვებენ. მეორე კვლევის დროს, რომელიც KLTV NEWS-მა ჩაატარა, მეცნიერებმა რამდენიმე ასეული გამოყენებული და წყლით გავსებული პლასტმასის ბოთლი შეამოწმეს. „აბსოლუტურად ყველა ბოთლში ბევრი, ძალიან ბევრი ბაქტერია აღმოჩნდა, რომლებსაც შეუძლიათ ჯანმრთელი ადამიანი მძიმე ავადმყოფად აქციონ. საუკეთესო შემთხვევაში, თქვენ კვებითი ინტოქსიკაცია გელით, რომელიც გულისრევასა და ფაღარათს იწვევს. უარეს შემთხვევაში კი – საშინელი ციებ-ცხელება“, – განაცხადა ექსპერიმენტის ავტორმა, ტეხასის ჯანმრთელობის ცენტრის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა რიჩარდ უოლესმა. ბოთლის რეცხვა თუნდაც საპნიანი ხსნარის გამოყენებით, ბაქტერიებს ძალიან ცოტა ხნით, ფაქტობრივად, რამდენიმე წუთით სპობს. შემდეგ ისინი თავიდან ჩნდებიან, – აცხადებენ ექიმები. თანაც, ბოთლის ხშირი რეცხვა, განსაკუთრებით ცხელი წყლით, თავად პლასტიკატის სტრუქტურას არღვევს. „პლასტმასის ბოთლის ნებისმიერი გათბობა ან გაცხელება საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყოფას იწვევს“, – ამბობს ცინცინატის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის პროფესორი სკოტ ბელჩერი. ამიტომ, თუ სახლიდან გასვლისას წყლის წაღება გსურთ, ამისთვის შუშის ან სპეციალური მეტალის ბოთლები გამოიყენეთ.