ნახეთ მიხეილ თუმანიშვილის აგარაკი, რომელიც მისმა შვილიშვილმა გააცოცხლა და გააახლა

ნახეთ მიხეილ თუმანიშვილის აგარაკი, რომელიც მისმა შვილიშვილმა გააცოცხლა და გააახლა

ნინა მენთეშაშვილი პროფესიით მარკეტერია, ასევე არის ერთ-ერთი ქართული კომპანიის თანადამფუძნებელი და ფიტნეს მწვრთნელი. თუმცა სულ ახლახან რემონტის სფეროში და ინტერიერის დიზაინშიც მოსინჯა ძალები, რაც საკმაოდ კარგად გამოუვიდა. სახლი, რომელიც ნინამ მოაწყო და გაარემონტა, თბილისთან ახლოს, თეთრიწყაროს რაიონში მდებარეობს და ის ნინას ბაბუას, ცნობილ ქართველ რეჟისორს, მიხეილ თუმანიშვილს ეკუთვნოდა. სახლი 20 წლის განმავლობაში მიტოვებული იყო, თუმცა ნინამ მას ახალი სული შთაბერა და იქაურობა ნამდვილ წალკოტად აქცია. სახლის განახლება – ეს სააგარაკო მიწა 40 წლის წინ ბაბუაჩემს, მიშა თუმანიშვილს, კომუნისტებმა გადასცეს. რამდენიმე წელიწადში აშენდა სახლიც და ზაფხულობით ოჯახი დავდიოდით დასასვენებლად, თუმცა იმის გამო, რომ წყალი არ გვქონდა, ცუდი მისასვლელი გზა და არცთუ სახარბიელო საცხოვრებელი პირობები იყო, შევწყვიტეთ იქ სიარული და 20 წელზე მეტი დაკეტილი იყო ჩვენი სახლი. შარშან ზაფხულს ჩემს მეუღლესთან ერთად ჩავედი სახლის მოსანახულებლად. საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში დაგვხვდა, ჩამტვრეული მინებით, ჭიაშეჭმული იატაკით და ეზოში მუხლამდე ბალახით, თუმცა მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ძველი აგარაკისთვის ახალი სიცოცხლე გვეჩუქებინა და მალევე შევუდექით რემონტს. – მანამდე ინტერიერის დიზაინში გქონდათ გამოცდილება თუ სიახლე იყო ეს თქვენთვის? – ინტერიერის დიზაინში ერთადერთი გამოცდილება რაც მანამდე მქონდა, ჩემი კომპანიის მცირე სტენდების და პატარა მაღაზიის დიზაინის შექმნა იყო, სხვა არაფერი. შეიძლება ითქვას, ეს სახლი ჩემთვის პირველი, შედარებით დიდი სამშენებლო პროექტია. მიხეილ თუმანიშვილი – სარემონტო მასალებს თავად არჩევდით? რას სითვალისწინებდით ამ დროს და როგორი ტიპის მასალებს მიანიჭეთ უპირატესობა? – სარემონტო მასალებს ჩვენს მშენებელთან ერთად ვარჩევდით, მაქსიმალურად ვცდილობდი ხარისხის, ვიზუალის და ფასის მხრივ ოპტიმალური მასალები შემერჩია. განსაკუთრებით გამოვყოფდი ნატურალურ ხის მასალას, რომელიც ისე გამოვიყენეთ მშენებლობისას, რომ ინტერიერში ლამაზად გამოჩენილიყო, მაგალითად, ყველა სართულის ჭერზე ჩანს ხის ძელები და ვფიქრობ, ეს ძალიან უხდება სააგარაკო სახლს. თითქმის ყველა კარი, ასევე კიბის საფეხურები, ავეჯის დიდი ნაწილი, პატარა აივნის და ტერასის იატაკიც სხვადადხვა ხის მასალისაა, რაც ძალიან ალამაზებს, ბუნებრივ და მყუდრო გარემოს სძენს სახლს. სახლის შიდა დიზაინი – რთული და დამღლელი იყო ეს პროცესი თქვენთვის? რა გაძლევდათ სტიმულს და ძალას ამ დროს? – ზუსტად ერთი წელი ვაშენეთ და ვარემონტეთ ეს სახლი. ვფიქრობ, რემონტი ყოველთვის ყველასათვის შრომატევადი პროცესია, თუმცა როდესაც თბილისის გარეთ ხდება ეს ყველაფერი, თანაც ზამთრის თვეებში და რთულ საგზაო პირობებში, ეს კიდევ უფრო დამღლელს და გამოწვევებით სავსეს ხდის საქმეს. ძალიან ბევრი რესურსი და ენერგია ჩავდეთ ამ პროექტში, მთელი წელი ყველანაირი ამინდის, გარემო პირობების და დაბრკოლებების მიუხედავად არ გავჩერებულვართ იმ იმედით, რომ მოვიდოდა ზაფხული, დამთავრდებოდა რემონტი და ამდენი წლის შემდეგ ისევ შევძლებდით ჩვენს განახლებულ აგარაკზე დასვენებას. სწორედ ეს მიზანი გვაძლევდა ძალასა და სტიმულს, რომ არ გავჩერებულიყავით და ეს საქმე ბოლომდე მიგვეყვანა. აივნის დიზაინი – ცხადია, ძალიან კარგი შედეგი მიიღეთ, თქვენმა სახლმა დადებითი გამოხმაურება ჰპოვა სოციალურ ქსელშიც. როგორ შეახამეთ ფერები, ავეჯი და ტექნიკა რის მიხედვით შეარჩიეთ? – სახლის ინტერიერი საკმაოდ სადა და მინიმალისტურია. კედლები ძირითადად თეთრი ფერისაა, მთელ სახლში სულ სამი კედელია ლურჯი, დანარჩენი თეთრია. მე მიყვარს სადა, მსუბუქი ინტერიერი, აქა-იქ საინტერესო დეტალებით და ფერებით. ასევე აქცენტი გავაკეთე გარე ავეჯზე, აივნებსა და ეზოში კომფორტულ სივრცეებზე, რადგან აქ მთავარი ბუნებასთან სიახლოვე და ლამაზი ხედებია, რომელიც სახლს გარს აკრავს. სახლის კიდევ ერთი საინტერესო ადგილი, რომელსაც ბიბლიოთეკა დავარქვი, არის მყუდრო წასაკითხი კუთხე წიგნის თაორებით, მოსასვენებელი დივნით და მთის ლამაზი ხედით. განაგრძეთ კითხვა