რის მიხედვით ავარჩიოთ ფარდები ოთახისთვის

რის მიხედვით ავარჩიოთ ფარდები ოთახისთვის

ოთახის ინტერიერში თითოეული ელემენტი თავის როლს ასრულებს. ფარდები ამშვენებს ფანჯრებს, უზრუნველყოფს პრივატულობას და ხელს უწყობს სივრცის ზონირებასა დაბალანსებას. დიზაინერები მას არა მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულებით, არამედ, ინტერიერში აქცენტების დასამატებლადაც იყენებენ. ამ სტატიაში ჩვენ გირჩევთ, რა მახასიათებლების მიხედვით იყოფა ფარდები, რომელი ოთახისთვის რა ტიპის ნაჭერი უნდა შეარჩიოთ და როგორია 2023 წლის ტენდენციები: როგორ შევარჩიოთ ფარდა სამზარეულოსთვის გირჩევთ, სამზარეულოში ჟალუზი გამოიყენოთ, თუმცა, პლასტმასიანი ზედაპირი ოთახს იერს უკარგავს, ამიტომ, ჯობს შეარჩიოთ მოდელი, რომელშიც ჟალუზის მექანიზმს ნაჭერი აქვს დამაგრებული. ჟალუზის შერჩევისას, მნიშვნელოვანია შემდეგი კომპონენტები: კარდგად გამოიყურებოდეს ის; ხელს უწყობდეს ჰაერის ცირკულაციას; არ იწოვდეს სუნს. ფარდები მისაღები ოთახისთვის ეს ყველაზე დიდი ოთახია, სადაც მთელი ოჯახი იკრიბება ან იღებს სტუმრებს. ამიტომ, მისი დიზაინი უფრო ელეგანტური უნდა იყოს, ვიდრე სახლის სხვა ნაწილების. სიმსუბუქის ატმოსფეროს შესანარჩუნებლად, ჯობს შეარჩიეთ ტექსტილის ფარდები. შეგიძლიათ გამოიყენოთ იატაკამდე დაშვებული კლასიკური ფარდები – ხავერდოვანი, ბამბის, გამჭვირვალე და ა.შ. ფარდები საძინებლისთვის საძინებლის ინტერიერი და დეკორი, როგორც წესი, მყუდრო და ხელსაყრელია დასვენებისთვის, რაც ასევე მოქმედებს ფარდების არჩევანზე. რეკომენდებულია მშვიდი ტონები. ამასთან, აუცილებელია ფარდა ოთახს საკმარისად აბნელებდეს კომფორტული ძილისთვის. საძინებლისთვის შესაფერისი ფარდების ტიპები: ჟაკარდი ატლასი საბავშვო ოთახი პრაქტიკულობა და გამძლეობა ბავშვების ოთახისთვის ფარდის შესარჩევად აუცილებელი მახასიათებლებია, რადგან პატარები მათ ხშირად დააბინძურებენ. რეკომენდირებულია ბამბისგან დამზადებული ტექსტილი, ფერებში კი შეზღუდული არ ხართ.