სიმართლე იტალიის 1-დოლარიან სახლებზე - როგორი სახლი დახვდა კალიფორნიელ ქალს სიცილიაში, რომელმაც ის ერთ დოლარად შეიძინა (ფოტოები)

სიმართლე იტალიის 1-დოლარიან სახლებზე – როგორი სახლი დახვდა კალიფორნიელ ქალს სიცილიაში, რომელმაც ის ერთ დოლარად შეიძინა (ფოტოები)

ბოლო წლებ­ში სულ უფრო ხში­რად ვხვდე­ბით ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ იტა­ლი­ის ამა თუ იმ ქა­ლაქ­ში სახ­ლე­ბი 1 დო­ლა­რად იყი­დე­ბა და ეს არ არის ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია. ზო­გი­ერთ იტა­ლი­ურ ქა­ლაქ­ში ბოლო წლებ­ში თავი იჩი­ნა დე­პო­პუ­ლა­ცი­ამ, რის გა­მოც ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრის მიზ­ნით, სახ­ლებს ერთ დო­ლა­რად ყი­დის. კა­ლი­ფორ­ნი­ელ­მა ქალ­მა, რუ­ბია და­ნი­ელსმა გა­და­წყვი­ტა, რომ ეს შან­სი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა და სამი სახ­ლი იყი­და. ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც 2019 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ამ ხელ­საყ­რე­ლი გა­რი­გე­ბით სი­ცი­ლი­ა­ში, მუ­სო­მე­ლი­ში სახ­ლე­ბი შე­ი­ძი­ნა – თა­ვის­თვის და შვი­ლე­ბის­თვის. saxli italiashi მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­ბი­ამ მე­გობ­რე­ბიც ჩა­იყ­ვა­ნა იტა­ლი­ა­ში და მა­თაც აყი­დი­ნა რამ­დე­ნი­მე სახ­ლი სი­ცი­ლი­ა­ში. გეგ­მავს იცხოვ­როს ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც პა­ლერ­მო­დან ორი სა­ა­თის გზა­ზე მდე­ბა­რე­ობს.
  • მარ­თა­ლია და­ნი­ელ­სი თა­ვი­სი შე­ნა­ძე­ნით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, აფრ­თხი­ლებს სხვა სახ­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ურ მყიდ­ვე­ლებს, რომ როცა ერთ დო­ლა­რად სახ­ლს ყი­დუ­ლო­ბენ, არ უნდა ელო­დონ, რომ იქ სა­ო­ცა­რი შე­ნო­ბა დახ­ვდე­ბათ. რუ­ბი­ას თქმით, სახ­ლებს შე­კე­თე­ბა სჭირ­დე­ბა და საკ­მა­ოდ ბევ­რი სა­მუ­შა­ოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი.
dzveli saxli ქალი ამ­ბობს, რომ იტა­ლი­ა­ში აქამ­დე არას­დროს ყო­ფი­ლა, თუმ­ცა კარ­გად ფლობს იტა­ლი­ურ ენას და რო­დე­საც წა­ი­კი­თხა სტა­ტია, სა­დაც სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ მუ­სო­მე­ლი­ში სახ­ლე­ბი ერთ დო­ლა­რად იყი­დე­ბო­და, გა­და­წყვი­ტა ეს შან­სი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. saxli italiashi რუ­ბია იხ­სე­ნებს, რომ მან ჯერ კარ­გად მო­ი­ძია დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და შემ­დეგ იტა­ლი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­ლე­ვე არ მი­უ­ღია, რამ­დე­ნი­მე დღე ქა­ლაქ­ში გა­ა­ტა­რა, შემ­დეგ სახ­ლე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რა და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბი მო­ამ­ზა­და. cixesimagre
  • “ად­გი­ლობ­რი­ვებს ძა­ლი­ან უხა­რი­ათ, როცა ხე­და­ვენ, რომ აქ ადა­მი­ა­ნე­ბი სახ­ლდე­ბი­ან. მალე მუ­სო­მე­ლი მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი ქა­ლა­ქი გახ­დე­ბა, მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ყი­დუ­ლო­ბენ აქ სახ­ლებს, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მოგ­ზა­უ­რე­ბის­თვის ეს ად­გი­ლი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა“, – ამ­ბობს ქალი.
saremonto saxli dzveli saxli ახლა ის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. მუ­სო­მე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამ ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ხუც­დნენ, მათი ნა­წი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, შთა­მო­მავ­ლო­ბა კი დიდ ქა­ლა­ქებ­ში ცხოვ­რე­ბას ამ­ჯო­ბი­ნებს, ამი­ტო­მაც ეს ად­გი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან და­ი­ცა­ლა, ახლა კი ცდი­ლო­ბენ, ახა­ლი სი­ცო­ცხლე შეს­ძი­ნონ. remonti xedi