ყოვლად გამოუსადეგარი ნივთები, რომლებსაც დღემდე სახლში ვინახავთ

ყოვლად გამოუსადეგარი ნივთები, რომლებსაც დღემდე სახლში ვინახავთ

ზოგჯერ, ნივთებს ვეჩვევით და მათი გადაგდება აზრადაც არ მოგვდის მიუხედავად იმისა, ვიყენებთ თუ არა მათ რაიმეში. ნებისმიერი თქვენგანი აღმოაჩენს სახლში ასეთ გამოუსადეგარ ნივთეს. ჩვენს სტატიაში სწორედ იმ გამოუსადეგარინივთების არსებობას შეგახსენებთ, რომლებიც დღემდე გექნებათ სახლში, თუ კარგად დაძებნით: ძველი მობილური ტელეფონები ბევრი ჩვენგანი ინახავს ძველ ტელეფონებს სახლში. ზოგი ამას აკეთებს სენტიმენტალური მიზეზების გამო აკეთებს (შველი SMS შეტყობინებები და ფოტოები), ზოგი კი პრაქტიკული მიზეზების გამო – რა მოხდება, თუ ახლადნელი ტელეფონი გაფუჭდება? დიახ, ერთი სათადარიგო ტელეფონის ქონა ღირს, განსაკუთრებით თუ ის მუშაობს, მაგრამ ხშირად გატეხილი მობილური ტელეფონების მთელ კოლექციას ვინახავთ უჯრაში, რომლებიც დიდი ხანია, თანამედროვე მოთხოვნებს აღარ პასუხობენ. გაუმართავი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ჩვენ არ მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ გადააგდოთ გაუმართავი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. გაცილებით გონივრული იქნება მათი სერვის ცენტრში მიტანა. მაგრამ თუ ბლენდერი არ შეკეთდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს სიტუაცია მომავალში გამოწროდეს. ამიტომ უმჯობია, გაუმართავი ნივთი გადააგდოთ. კალკულატორი ძნელად მოიძებნება ოჯახი, სადაც ასეთი კალკულატორი არ არის. დღეს, ტყველას აქვს სმარტფონებსა და ლეპტოპებში კალკურატორი, მაშინ, რაში გჭრდებათ სახში კალკულატორი, რომელიც ადგილს იკავებს, ფუნქცია კი მას სხვა თანამედროვე მოწყობილობებისგან განსხვავებით მხოლოდ ერთი აქვს? ტელევიზორის მაგიდა მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმეტესობა დღეს უკვე ტელევიზორს კედელზე კიდევს, ბევრ ოჯახს მაინც შემორჩენილი აქვს ტელევიზორის მაგიდა. თუ ის თქვენთვის განსაკუთრებით მნიძვნელოვანი ნივთია, მაშინ ცხადია, უნდა დაიტოვოთ. თუმცა, თუ ის უფრო გამოსადეგი ავეჯის ადგილს იკავებს, გირჩევთ გამოემშვიდობოთ. ძველი მუსიკალური ინსტრუმენტები, რომლებზეც ოჯახში არავინ უკრავს ძველ დროში, ოჯახში მუსიკალური ინსტრუმენტის ქონა ერთგვარი აუცილებლობა იყო. ბევრს დღემდე აქვს შემორჩენილი სახლში მასიური პიანინო, რომელზე დაკვრაც ოჯახში არავინ იცის. ასეთი ნივთები საკმაოდ კარგ ფასში იყიდება. ასე რომ დაფიქრდით, იქნება ამ ფულით თქვენთვის უფრო გამოსადეგი შენაძენის გაკეთება გირჩევნიათ?