სკამები სასადილო ოთახისთვის - როგორ შევარჩიოთ სწორად

სკამები სასადილო ოთახისთვის – როგორ შევარჩიოთ სწორად

სასადილო ოთახი სამზარეულოს გაგრძელებას წარმოადგენს, თუმცა, თუ ის მოშორებით მდებარეობს, აუცილებელი არ არის, შეესაბამებოდეს სამზარეულოს ინრერიერს. პირიქით, სასურველია, სასადილოს მაგიდა და სკამები განსხვავებულ ტონებში იყოს. მაგიდა და სკამები ინტერიერის ის ნაწილია, რომელიც კარგად იხდენს ფერებით თამაშს და ექსპერიმენტებს. სტატიაში ნახავთ: სკამები სასადილო ოთახისთვის – როგორ შევარჩიოთ სწორად.
ამ სტატიაში გირჩევთ, როგორ შეარჩიოთ სასადილო ოთახის სკამები სწორად:
რა უნდა გაითვალისწინოთ სკამების არჩევისას? ყვითელი სკამი
  • მაგიდის სიმაღლე და ზომა;
  • მასალები და მათი კომბინაციები;
  • სასადილო ფართის დიზაინი და ფართობი.
  • ავეჯის არჩევისას ხშირად ვხელმძღვანელობთ ესთეტიკური პრეფერენციებით, თუმცა რაც შეეხება სკამებს, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოთ კომფორტს.
იმისათვის, რომ კომფორტულად იჯდეთ, სკამი დაახლოებით 30-35 სანტიმეტრით ნაკლები უნდა იყოს სასადილო მაგიდის სიმაღლეზე. ასე რომ, თუ საშუალო სიმაღლის ადამიანებისთვის სამზარეულოს მაგიდის სტანდარტული სიმაღლე 72-78 სანტიმეტრია, სკამის სიმაღლე იქნება 40-45 სანტიმეტრი.
მასალების კომბინაცია
შერჩევის კრიტერიუმზე გავლენას ასევე მოახდენს ორი ფაქტორი: მოხერხებულობა და მაგიდის დიზაინი. ხშირად ირჩევენ კომპლექტებს, სადაც ავეჯის ნაწილები მზადდება ერთი და იგივე მასალისგან. ავეჯის რბილი ნაწილისთვის შეიძლება სხვადასხვა მასალა შეირჩეს, თუმცა სკამის ფეხებისთვის როგორც წესი, იგივე ფერის მასალას იყენებენ, როგორიდაც მაგიდაა დამზადებული. ხის სკამები კარგად გამოიყურება არა მხოლოდ ხის, არამედ შუშის მაგიდასთან. ხის სკამები