7 მცენარე, რომელიც საძინებელ ოთახში არ უნდა გააჩეროთ

7 მცენარე, რომელიც საძინებელ ოთახში არ უნდა გააჩეროთ

მცენარეები ალამაზებენ ჩვენი სახლის ინტერიერს და ქმნიან მყუდრო გარემოს. თუმცა, მცენარის შერჩევისას მხოლოდ ესთეტიკურ მხარეზე არ უნდა ვიფიქროთ. ზოგიერთი მცენარე იმაზე მეტ პრობლემას ქმნის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენს სტატიაში ჩამოთვლილია მცენარეები, რომელთა გაჩერებაც საძინებელ ოთახში, არ შეიძლება. ლილია ეს მცენარე შეგიძლიათ იქონიოთ სახლში, თუმცა არა იმ ოთახში, სადაც გძინავთ. მისმა მძაფრმა სუნმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, ალერგია და უძილობა. ამიტომ უმჯობესია, ლილია ისეთ ოთახში მოათავსოთ, რომელსაც კარგი ვენტილაცია აქვს. გერანიუმი ეს მცენარეც გამოირჩევა სპეციფიკური სუნით, რომელიც ყველას არ უყვარს. უმჯობესია, საძინებელ ოთახში მძაფრი სუნის ყვავილებს ერიდოთ. თუმცა გერანიუმს სასარგებლო თვისებებიც აქვს: ის ასუფთავებს ჰაერს, ზაფხულში აცილებს კოღოებს და სხვა მწერებს, ასევე, კლავს ვირუსებს. მაგრამ თუ მას საწოლის გვერდით მოათავსებთ და გამუდმებით შეისუნთქავთ მის არომატს, შესაძლოა სუნთქვის პრობლემები და ალერგიული რეაქციები დაგეწყოთ. ფიკუსი ფიკუსი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეა სახლისა და ოფისისთვის. თუმცა მისი საძინებელში განთავსება არ არის რეკომენდირებული. მისი ფოთლები შეიცავს ლატექსის ალერგენებს. მათ შეუძლიათ წვენის, ან ფოთლებზე დაგროვილი მტვრის საშუალებით ჰაერში გაფანტვა და ამიტომ, უმჯობესია არ გარისკოთ – იმ შემთხვევაშიც, თუ არ ხართ ალერგიული, შეიძლება თქვენც ძლიერი ალერგიული რეაცია გამოგივლინდეთ. დიფენბახია საშიში წვენის მქონე კიდევ ერთი მცენარეა დიფენბახია. ის ყურადღებას დიდი, თვალწარმტაცი ფოთლების გამო იქცევს, თუმცა რაც არ უნდა ლამაზად გამოიყურებოდეს ის თქვენს საძინებელში, უმჯობესია, სხვა ოთახში მოათავსოთ, რადგან ოდნავი დაზიანების შემთხვევაში კი გამოიყოფა სითხე, რომელიც საშიშია ადამიანებისა და ცხოველებისთვის. მისმა წვენმა კანთან კონტაქტისას შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა, ის ასევე აღიზიანებს ლორწოვან გარსს, იწვევს ქავილს და ალერგიას. აფრიკული იისფერი ითვლება, რომ ეს საოჯახო მცენარეა, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს, სად მივუჩენთ მას ადგილს. მის ფოთლებზე დიდი რაოდენობით მტვერი და სიბინძურე გროვდება. ხოლო თუ მათ გამუდმებით არ გაწმენდთ, სასუნთქი გზების პრობლემების გაჩენის რისკი იარსებებს. მონსტერა მონსტერა ძალიან საფრთხილო მცენარეა. გარდა შხამიანი წვენისა, რომელიც მისი ფოთლების ან ღეროების დაზიანებისას გამოიყოფა, ის ძალიან აქტიურად მოიხმარს ჟანგბადს, თანაც, ძირითადად ღამით. ამის გამო, მან შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი და უძილობა. კლივია კლივიაკაშკაშა, თვალისმომჭრელი ყვავილების მქონე მცენარეა, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს, თუმცა მას ასევე აქვს უარყოფითი მხარეები. ყვავილობის პერიოდში მისი კვირტები ეთერზეთებს და მტვერს გამოყოფენ მძაფრი სუნით. ამან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგია და დისკომფორტი ცხვირსა თუ ყელში.