ლელა კაკულიას სახლი და ნივთები, რომლებსაც მის ბინაში შეხვდებით

ლელა კაკულიას სახლი და ნივთები, რომლებსაც მის ბინაში შეხვდებით

წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას სახლში გადაცემა “დაუპატიჟებელი სტუმრის” წამყვანი თიკო სადუნიშვილი ეწვია. როგორც გაირკვა, ქალბატონ ლელას ძალიან უყვარს ანტიკვარული ნივთები – ავეჯი, ჭურჭელი, რომელთა დიდი ნაწილი წინაპრების დანატოვარია. ლელა კაკულიას სახლი ანტიკვარული ავეჯი ქალბატონ ლელას აქვს პირადი მორბენალი ბილიკიც, რომელზეც ხშირად ვარჯიშობს და როიალი, რომელზეც თავადაც უკრავს. ასევე შესანიშნავად უკრავს როიალზე მისი ქალიშვილი თამარი, რომელიც ინგლისში სწავლობს და როგორც ქალბატონი ლელა ამბობს, მისი სახით საქართველოს სერიოზული პოლიტიკოსი ეზრდება (ქალბატონ ლელას სამი შვილი ჰყავს – ავტ). lela kakulia კაბინეტში კი ბევრ სამახსოვრო ფოტოსა და ნივთთან ერთად ინახება წინასწარმეტყველის ნახატები – თავისუფალ დროს ის ხატავს კიდეც, ძირითადად, კოსმიურ სამყაროს, რომელსაც “სხვა ხედვით” ხედავს. kakulias saxli antikvariati