„წინაპრების სახლი ჩემთვის ძალიან ძვირფასია...“ - სტუმრად ქეთი ჩხეიძესთან, ასწლოვან სახლში

„წინაპრების სახლი ჩემთვის ძალიან ძვირფასია…“ – სტუმრად ქეთი ჩხეიძესთან, ასწლოვან სახლში

ყველასათვის ძალიან საყვარელმა, თეატრისა და კინოს მსახიობმა ქეთი ჩხეიძემ, ჟურნალ „შინს“ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ლამაზ უბანში, წინაპრების დანატოვარ სახლში უმასპინძლა. რუსთაველის 50 ნომერში მდებარე სახლი XIX საუკუნეშია აგებული და მსახიობის დიდ ბებიას ეკუთვნოდა. შენობა, რომელმაც ასწლეულს გაუძლო, არაერთი ამბის მოწმეა. ქალბატონმა ქეთიმ გადაწყვიტა, საცხოვრებელ სივრცეში სტუდია მოეწყო, სადაც მსახიობს მუშაობის საშუალება ექნებოდა. ინტერიერი რეტროს სტილშია. აქ ძირითადად წინაპრების დანატოვარ ავეჯსა და ნივთებს შეხვდებით. კედლებზე საკუთარი სპექტაკლების აფიშებისა და ფოტოების გამოფენა არ უყვარს, მხოლოდ რამდენიმე ფოტოა განთავსებული, ისიც – განუმეორებელი ელენე ახვლედიანისა და პეტრე ოცხელის. იქვეა დიდებული ქართველი არტისტის, სოფიკო ჭიაურელისა და უნიჭიერესი რეჟისორის, გიზო ჟორდანიას პორტრეტები. ჩვენი მასპინძელი დღის უმეტეს ნაწილს სწორედ ამ სახლში ატარებს. მისაღების დიზაინი – ეს სახლი ბებიაჩემის დედამ შეიძინა. დედაჩემი ამ სახლში დაიბადა. მეც აქ გავატარე ბავშვობა და ამ ქუჩაზე გავიზარდე. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი ადამიანი წავიდა, ბევრიც მოვიდა, მაგრამ უბანს დღემდე აქვს შემორჩენილი თავისი ელფერი. თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი უბანია, რომელსაც „ზემელის“ უბანს უწოდებენ. XIX საუკუნეში ოლგას ქუჩისა და ვერის დაღმართის კუთხეში მდებარეობდა აფთიაქი, რომელიც აფთიაქარ ევგენი ზემელს ეკუთვნოდა. XX საუკუნის 70-იან წლებში, რუსთაველის მოედნის გაფართოებასთან დაკავშირებით, ზემელის აფთიაქი დაანგრიეს, მაგრამ სახელი „ზემელი“ ამ ადგილს დღემდე შემორჩა. ასევე, წინათ ამ ქუჩაზე ყოფილა ეკლესია, რომელიც კომუნისტებს ჭადრაკის კლუბად გადაუკეთებიათ. მისაღები სამზარეულო მისაღები ბაღის დიზაინი სრულად ნახვა