როგორ გავზარდოთ სივრცე პატარა ზომის საძინებელ ოთახში?

როგორ გავზარდოთ სივრცე პატარა ზომის საძინებელ ოთახში?

თუ თქვენი საძინებელი ოთახი იმდენად პატარაა, რომ აუცილებელი ავეჯისთვისაც არ გრჩებათ ადგილი, ყველანაირად უნდა ეცადოთ, რომ კომფორტისთვის გზები გამონახოთ ისე, რომ თქვენთვის საჭირო ნივთების დათმობა არ მოგიხდეთ. ამ სტატიაში ჩვენ გირჩევთ, როგორ უნდა გაზარდოთ სივრცე პატარა საძინებელში: ნურასდროს დატოვებთ ოთახს მოუწესრიგებელს ოთახში მიმოფანტული ნივთები კიდევ უფრო შეგიზღუდავთ გადაადგილებას. ამიტომ, დარწმუნდით, რომ იატაკზე, სკამებსა თუ საწოლზე ზედმეტი ნივთები არ გაქვთ მიმოფანტული. შეიძინეთ ისეთი ავეჯი, რომელიც მაქსიმალურად გაზრდის სივრცეს როდესაც ავეჯს პატარა სივრცისთვის არჩევ, მაღაზიებში სიარული შეიძლება ნამდვილ გამოწვევად გექცეთ. ნუ შეარჩევთ მომგრვალებულ ავეჯს, რადგან ის მეტ სივრცეს იკავებს. იატაკის სივრცის გასათავისუფლებლად იდეალური ვარიანტია კედელზე დაკიდებული. შეარჩიეთ საწოლი თქვენი საძინებლის ზომის პროპორციულად თუ პატარა საძინებელში დიდი საწოლი გაქვთ, როგორც კი საწოლიდან ფეხს ჩადგამთ, თავს არაკომფორტულად იგრძნობთ. ამიტომ, უმჯობესია მცირე ზომის საწოლი შეარჩიოთ და ადგილი სხვა საჭირო ნივთებსაც გამოუთავისუფლოთ. გააკეთეთ აქცენტი ჭერზე რადგან პატარა ოთახში დეკორისთვის ბევრი ადგილი არ დაგრჩებათ, ეცადეთ, ჭერი საინტერესოდ მოაწყოთ. შექმენით მყუდრო საკითხავი კუთხე მოსაზრება, რომ საძინებელი მხოლოდ ძილისა და გარდერობის შესანახად არის, მცდარია. მცირე ზომის სკამი და ნათურაც საკმარისია იმისთვის, რომ ოთახში მყუდრო კუთხე მოაწყოთ განტვირთვისთვის. კარადის ნაცვლად, აირჩიეთ კომოდი სეზონური ტანსაცმელი შეიძლება დიდი ზომის კომოდიც იკმაროთ, არასეზონური სამოსი კი საწოლის ქვეშ, ყუთებში შეინახოთ. გონივრულად შეარჩიეთ ოთახის ფერი ოთახის ფერზე სივრცის შეგრძნება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული. ამიტომ, შეარჩიეთ ისეთი ფერის კედლები, რომლებიც ოთახს ვიზუალურად კიდევ უფრო არ დააპატარავებს. გაითვალისწინეთ, რომ მუქი ფერები ოთახს სივრცის შეგრძნებას უკარგავს, ღია ფერები კი პირიქით, ზრდის მის ვუზუალურ აღქმას.