როგორ მოვაწყოთ აივანზე ბოსტნეულის სათავსო საკუთარი ხელით

როგორ მოვაწყოთ აივანზე ბოსტნეულის სათავსო საკუთარი ხელით

ბევრი ჩვენგანი ბინებში ცხოვრებისას აწყდება პრობლემას, თუ როგორ შეინახოს ბოსტნეული. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვისაც სარდაფი არ აქვს. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ თქვენივე ხელით გააკეთოთ აივანზე პატარა სათავსო, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ძალიან გამოგადგებათ. რა დაგჭირდებათ სათავსოსთვის? ხის ბლოკები 50*50-ზე ფანერი იზოლაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ პენოპლასტი გასანიავებლად კი შეგიძლიათ კომპიუტერის ვენტილატორის გამოყენება სათავსო უნდა დამონტაჟდეს ფეხებზე ისე, რომ ძირით არ შეეხოს აივნის იატაკს – ეს შიგნით მოთავსებულ ხილს გაყინვისგან დაიცავს. გათბობის მოწყობილობისთვის შეგიძლიათ დააყენოთ 40 ვატიანი ნათურა. ყუთი შეგიძლიათ დაფაროთ ლამინატით. თუ მასზე რბილ ნაჭერს გადააკრავთ, სათავსო შეიძლება დივნადაც გამოიყენოთ. ხოლო თუ თავად არ გსურთ სათავსოს დამზადებაზე დრო დახარჯოთ, შეგიძლიათ შეიძინოთ ბოსტნეულის შესანახი მზა ვარიანტები: ქარხნული თერმობოქსი ან ჩანთის მსგავსი სათავსო