როგორ გამოიყურება მარიკა თხელიძის „თეთრი სახლი“

როგორ გამოიყურება მარიკა თხელიძის „თეთრი სახლი“

მომღერალი მარიკა თხელიძე შვილთან და დედასთან ერთად თბილისის ცენტრალურ უბანში ცხოვრობს. სახლმა განახლებული დიზაინი მას შემდეგ შეიძინა, რაც მომღერალი დედა გახდა და ქვეყანას პატარა ნიკოლოზი მოევლინა. მარიკასთან სტუმრად მისულებს „სპაიდერმენის“ ფორმაში გამოწყობილი ნიკოლოზი შემოგვეგება და მთელი ინტერვიუს განმავლობაში გვერდიდან არ მოგვცილებია, ბოლოს კი სპეციალურად „შინისთვის“ კამერის წინაც იპოზიორა. ერთი თვალის მოვლებითაც იგრძნობა, რომ სახლის ბინადართ სისადავე უყვართ. ინტერიერი კრემისფერშია გადაწყვეტილი, სტილი კი თანამედროვე და მინიმალისტურია. მისაღები თეთრ ფერში – ადრე ჩვენი ინტერიერი ცოტა უფრო სხვანაირი იყო. 2016 წელს გავაკეთეთ რემონტი და შევცვალეთ ოთახების განლაგებაც. ნიკოლოზზე რომ ვიყავი ორსულად, მაშინ გადავწყვიტეთ, სიახლეები შეგვეტანა. კოსმეტიკურ რემონტს ვაპირებდით, მაგრამ გამოვიდა, რომ გარკვეულწილად პროექტი შევცვალეთ. საძინებელი, რომელიც ახლა უკვე ჩემია, უცვლელი დარჩა, გავაკეთეთ ნიკოლოზის და დედას საძინებლები, აბაზანას შესასვლელი სხვა მხრიდან გავუკეთეთ, გავაერთიანეთ მისაღები და სამზარეულო და უფრო დიდი სივრცე გამოჩნდა. მართალია, დიზაინისა და რემონტის საკითხში დედა უფრო იყო ჩართული, მაგრამ ფერები ერთობლივად შევარჩიეთ. კრემისფერ მისაღებში ამავე ტონალობის რბილი სამეული, ტელევიზორი, მინის დაბალი მაგიდები და უკომფორტულესი სკამი-საქანელა დგას, რომელსაც განათება კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. საქანელა სახლში სამზარეულო საძინებელი ღია ფერებში მარიკა თხელიძე
სრულად ნახვა