პარიზში აღმოაჩინეს ბინა, რომელიც პატრონმა მიატოვა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ… შიგნით კი საოცარი რამ იპოვეს (7 ფოტო)

პარიზში აღმოაჩინეს ბინა, რომელიც პატრონმა მიატოვა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ… შიგნით კი საოცარი რამ იპოვეს (7 ფოტო)

1939 წლიდან ეს ბინა ჩაკეტილი და მიტოვებული იყო. ის აუქციონისტებმა მხოლოდ 70 წლის შემდეგ გახსნეს, ბინის ახალი მფლობელების მოთხოვნით და მოულოდნელად, განძი აღმოაჩინეს. ეს ამბავი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში მოხდა. 23 წლის ახალგაზრდა ქალბატონმა, ვინმე დე ფლორიანმა, მიატოვა თავისი მდიდრულად მოწყობილი ბინა პარიზში. სავარაუდოდ, მას შეტყობინეს, რომ ქალაქში შესვლას გერმანელები აპირებდნენ. მან სწრაფად ჩაალაგა ნივთები, დაკეტა ბინა და თავისუფალ ზონაში გადავიდა — ქვეყნის სამხრეთში, ბევრად უფრო უსაფრთხო იყო ცხოვრება. მან სწრაფად ჩაალაგა ნივთები, დაკეტა ბინა და თავისუფალ ზონაში გადავიდა — ქვეყნის სამხრეთში, ბევრად უფრო უსაფრთხო იყო ცხოვრება. ამის შემდეგ, ის მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე იხდიდა ბინასთან დაკავშირებულ ყველა გადასახადს, მაგრამ პარიზში აღარასოდეს დაბრუნებულა. ქალბატონი 2010 წელს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა და სწორედ მაშინ შეიტყვეს მისმა მემკვიდრეებმა, პარიზული ბინის არსებობის შესახებ. მათ აუქციონისტი ოლივიე შოპენ-ჟანვრი დაიქირავეს ბინაში ინვენტარიზაციის ჩასატარებლად. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ხნის მანძილზე იყო ბინა დაკეტილი, ოლივიე და მისი თანამშრომლები სულმოუთქმელად ელოდნენ კარების გაღებას, რომ ენახათ, თუ რა იყო შიგნით და მასში შესვლის შემდეგ, აუქციონერებს სუნთქვა შეეკრათ. ბინა ნამდვილი დროის მანქანა აღმოჩნდა, რომელმაც მომენტალურად გადაიყვანა ყველა იქ მყოფი, გასული საუკუნის 40-იან წლებში. ბინა საუკუნის დასაწყისის სტილში იყო მოწყობილი. სასადილო ოთახში ყველა სახის ჭურჭელი და სუფრის გასაწყობად საჭირო ნივთები იყო. ხელოვნების ნიმუშები კი კედლებიდან იყო ჩამოხსნილი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს სხვაგან გადატანას აპირებდნენ, მაგრამ საამისოდ, დრო აღარ ეყოთ. antikvaruli sarke antilkvari პორტრეტის ავტორის ვინაობის დადგენა კი, გარკვეული დროის მანძილზე ვერ მოხერხდა. თუმცა, ხელოვნებათმცოდნეები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პორტრეტი ცნობილი იტალიელი მხატვრის ჯოვანი ბოლდინის მიერ იყო შექმნილი. antikvari dzveli nivtebi