როგორ გამოიყურება ჯიმ კერის სახლი, რომელიც $29 მილიონად იყიდება

როგორ გამოიყურება ჯიმ კერის სახლი, რომელიც $29 მილიონად იყიდება

მსახიობი ჯიმ კერი კალიფორნიაში, კერძოდ ლოს-ანჯელესში, მის საკუთრებაში არსებულ სასახლეს $29 მილიონად ყიდის. გაყიდვის პროცესის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბრენტვუდის უბანში მდებარე სახლის ფართობი 12,700 კვადრატული ფუტია (1,179 კვადრატული მეტრი). ხუთი საძინებელი, ცხრა სააბაზანო, აუზი, ჩოგბურთის კორტები, ეს ჯიმ კერის სასახლის მხოლოდ მცირე დახასიათებაა. თუმცა, აღნიშნულის გარდა, Sotheby’s International Realty-ის მიერ წარმოდგენილ სურათებში კარგად ჩანს თავად მსახიობის პერსონალური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, ასევე მისი საკუთარი ხელოვნების ნიმუშებიც. მსახიობობის გარდა, ჯიმ კერი მხატვრობასა და მოქანდაკეობასაც ითავსებს, მისი ნამუშევრები კი აშშ-ისა და კანადის გალერეებშია გამოფენილი. აუზის დიზაინი მისაღების დიზაინი საძინებლის დიზაინი სასტუმრო ოთახი სასტუმრო ოთახის დიზაინი მისაღები ოთახი შეგახსენებთ, რომ ჯეიმზ იუჯინ „ჯიმ“ კერი (ინგლ. Jim Carrey; დ. 17 იანვარი, 1962) — ორგზის ოქროს გლობუსის მფლობელი კანადელ-ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი. ჯიმ კერი ცნობილი გახდა ფილმებით: „ეის ვენტურა – ცხოველების დეტექტივი“ (1994) და „ეის ვენტურა – როდესაც ბუნება გიხმობს“ (1995), ასევე ფილმებით „ნიღაბი“ (1994), „მეკაბელე“ (1996) და „მატყუარა, მატყუარა“ (1997). 1998 და 1999 ჯიმ კერიმ მიიღო ოქროს გლობუსი ფილმებისთვის „ტრუმენის შოუ“ (1998) და „ადამიანი მთვარეზე“ (1999). წარმატებით სარგებლობდა კერის შემდგომი ფილმებიც, ისეთები როგორიცაა „ყოვლისშემძლე ბრიუსი“ (2003), „დიკის და ჯეინის გართობა“ (2005) და „ყოველთვის თქვი დიახ“ (2008). ჯიმ კერი კანადის ქალაქ ნიუმარკეტში, ონტარიოს პროვინციაში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ დიასახლისი კეტლინ კერი და მუსიკოსი და ბუღალტერი პერსი კერი. ჯიმს ჰყავს სამი უფროსი და-ძმა: ჯონი, პატრიცია და რიტა. მისი მშობლები რელიგიური აღმსარებლობით კათოლიკეები იყვნენ. დედამისი შოტლანდიელთა შთამომავალი იყო, მამა კი ფრანგი კანადელი. ჯიმი 14 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი შტატ ონტარიოს ქალაქ სკარბოროში გადავიდა საცხოვრებლად. ერთი წლის შემდეგ ჯიმი სასწავლებლად გადავიდა ქალაქ ბერლინგტონში და იქ 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და სწავლობდა ელდერშოთის უნივერსტეტში. გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.. თეგები: