37 წლის მილა კუნისი და 43 წლის ეშტონ კატჩერი 9 წელზე მეტია ერთად არიან. ამ დროის განმავლობაში ისინი დაქორწინდნენ და 2 შვილიც ეყოლათ. ყველა ამ მოვლენაზე მეტი დრო კი
სახლის მშენებლობას მოანდომეს, რომელსაც დაახლოებით 5 წელი დასჭირდა. როგორც ამბობენ, ეს მათი საოცნებო სახლია. ინტერიერისა და ექსტერიერის მოყობაში და გაფორმებაში წყვილს ერთ-ერთი
დიზაინერული კომპანია დაეხმარა.
სახლი ლოს ანჯელესში მდებარეობს და სოფლის სტილშია.
გარე ტერიტორიაზე არის ასევე სახლი სტუმრებისთვის, გასართობი ზონა და ბარბექიუ.
მილა ყოველთვის აღნიშნავს, რომ ის და მისი ქმარი ყოველთვის ოჯახურ, მყუდრო სახლზე ოცნებობდნენ და ძვირფას ვილაზე.
– გვინდოდა, ჩვენი სახლი ძველ ბოსელს
ან ბეღელს დამსგავსებოდა, იმას რაც აქ ათწლეულების წინ იყო და რაც შემდეგ სახლად გადაკეთდა. თუმცა, ამავდროულად უნდა ყოფილიყო თანამედროვე და კომფორტული, – ამბობს კატჩერი.
წყვილი თვეებს ანდომებდა შესაბამისი მასალის, ფერების და სტილის შერჩევას. რეალურად ეს ყველაფერი ეხებოდა არა მარტო
არქიტექტურას, არამედ მათ მომავალ ცხოვრებას.
სახლი არა მხოლოდ ვიზუალურად არის სოფლის სტილის, არამედ საკმაოდ ეკოლოგიურია და ბუნებრივი მასალებია გამოყენებული.
საბოლოოდ წყვილმა არჩევანი შეაჩერა არა სოფლის, არამედ ცოტა
ინტერიერის უფრო თანამედროვე სტილზე. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა მათ მისაღებში 3 მ-ზე მეტი სიგრძის დიდი ბროლის ჭაღი, რომელც საოცარ ატმოსფეროს ანიჭებს მთელ ინტერიერს.
– ძალიან სახალისოდ მოგვეჩვენა ბოსელში ასეთი ბროლოს ჭარის დაკიდება, ეს ხომ საერთოდ ამოვარდნილია საერთო სტილიდან, – ამბობს კატჩერი.
სტატიის
სრულად ნახვა
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.
თეგები:ეშტონ კატჩერი, ინტერიერის დიზაინი, ექსტერიერის დიზაინი, სახლის აშენება,