როგორ ინტერიერს ირჩევენ დიზაინერები საკუთარი სამზარეულოსთვის? - 6 მაგალითი

როგორ ინტერიერს ირჩევენ დიზაინერები საკუთარი სამზარეულოსთვის? – 6 მაგალითი

იდეალური სამზარეულო ფუნქციურობასა და პრაქტიკულობას აერთიანებს. როცა დიზაინერი კლიენტის მოთხოვნებს ითვალისწინებს, ის ფანტაზიებში შეზღუდულია, თუმცა როცა საკუთარი თავისთვის ქმნის ინტერიერს, შეუძლია ყველა იდეა განახორციელოს. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 6 სამზარეულოს დიზაინს, რომლებიც დიზაინერებმა თავიანთ სამზარეულოებში განახორციელეს: თეთრი სამზარეულო იდეალურად თეთრი ფანჯარა, როგორც მთავარი დეტალია სამზარეულოში და მაქსიმალურად ფუნქციურად დატვირთული. სამზარეულო სასადილო ოთახს უერთდება. ცოცხალი ფერი და ვინტაჟური გადაწყვეტა დიზაინერმა ეს სამზარეულო სახლის გულად აქცია. ბუნებრივი მუხის ფერი იატაკი და თბილი ფერი სამზარეულოს ავეჯისთვის ოთახში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. სამზარეულოს გაგრძელებას წარმოადგენს სასადილო ოთახი ასევე თბილ და მყუდრო ტონებში. სამზარეულო თანამედროვე ელემენტებით ამ დიზაინერმა კი თავის სამზარეულოში თანამედროვე ტენდენციები გააერთიანა: ხის მაგიდა რკინის სადგამებით, თეთრი მინიმალისტური კედლები და მუქი მწვანე დეკორი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. მწვანე სამზარეულო ტრადიციულ სტილში მწვანე სამზარეულოს კიდევ ერთი ნიმუში უფრო ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი. მოპირკეთებული ჭერს ნაცრისფერი და მწვანე ფერები აერთიანებს. სასადილო ოთახი კი სტაფილოსფერი რბილი ავეჯითაა გაფორმებული. თეთრი, დახვეწილი სამზარეულო ბუნებრივი მასალები და სივრცის სათანადო ორგანიზება – ეს ამ სამზარეულოს დადებითი მხარეებია რომ არაფერი ვთქვათ თეთრი ფერის ინტერიერზე, რომელიც ოთახში დადებით აურას ქმნის. სამზარეულო დეკორზე აქცენტით ამ სამზარეულოს დიზაინერმა კი თეთრი ფერის ავეჯი და მკვეთრი დეკორი არჩია. ოკეანისფერი ფილები ოქროსფერი ელემენტებით სამზარეულოს აღმოსავლურ იერს სძენს.