"დიდხანს ვეძებდი ამ სახლს..." - სოფო შევარდნაძის ბინა მოსკოვში

“დიდხანს ვეძებდი ამ სახლს…” – სოფო შევარდნაძის ბინა მოსკოვში

ტელე და რადიოწამყვანი სოფიკო შევარდნაძე, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს, თურმე ყოველთვის ოცნებობდა სასტუმროში ცხოვრებაზე. მისი ბინა ნამდვილად ჰგავს სასტუმროს და ამბობს, რომ ასეთიც უნდოდა. თბილისში დაბადებულმა ბავშვობა პარიზში გაატარა, უმაღლესი განათლება ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მიიღო, მცირე ხანს ბოსტონში მუშაობდა, 2006 წლიდან კი მოსკოვში დაფუძნდა. ბინაც მოსკოვში ამოარჩია, ისტორიული. სახლი, სადაც სოფიკოს აქვს აღებული ბინა, 1914 წელს არის აშენებული ცნობილი არქიტექტორის ვლადიმერ გლაზოვის მიერ, 76 კვადრატული მეტრია ფართი. 1920-იან წლებში აქ ცნობილი ლიტერატურული კლუბი ფუნქციონირებდა, სადაც რეგულარულად დადიოდნენ ბულგაკოვი, ტოლსტოი და სხვანი. ძველი ბინიდან ფორტეპიანო დარჩა. ”რესტავრაცია გავუკეთე და დავიტოვე. ის მნიშვნელოვანი ელემენტია ჩემს მისაღებ ოთახში”, – ამბობს სოფიკო. ფორტეპიანოზე მისი ოჯახის წევრების ფოტოები აქვს მოთავსებული. “ბავშვობა საქართველოში გავატარე და ბავშვობის ნივთები იქ მაქვს. არ მიყვარს ნივთების თან ტარება. ამ ბინაში ყველაფერი ახალი ამ ფორტეპიანოს გარდა, რომელიც ძველი მობინადრეებისგან დარჩა”. სრულად