როგორ გავუმკლავდეთ ცხოველის ბეწვს რბილ ავეჯზე

როგორ გავუმკლავდეთ ცხოველის ბეწვს რბილ ავეჯზე

სახლში შინაური ცხოველის ყოლა დიდი ბედნიერებაა, თუმცა, თავს იჩენს რამდენიმე პრობლემა, რომლებიც ერთი შეხედვით, შეიძლება გადაუჭრელად მოგეჩვენოთ. ჩვენ გირჩევთ, როგორც უნდა მოიქცევთ, თუ თქვენი ოთხფეხა მეგობრები რბილ ავეჯზე ბეწვს ტოვებენ: რობოტი მტვერსასრუტი შეგიძლიათ გაწმენდის სიხშირე თავად დააპროგრამოთ. ის დაგიზოგავთ დროს. თანაც, როგორც წესი, ნაკლებას აშინებს შინაურ ცხოველს, რადგან დიდი ზომის მტვერსასრუტისგან განსხვავებით, არ გამოსცემს დიდ ხმას. ჰაერის გამწმენდი ცხოველის ბეწვი არა მხოლოდ იატაკსა და ავეჯზე გროვდება, არამედ ჰაერშიც ტრიალებს. მასთან გასამკლავებლად, ჰაერის გამწმენდი დაგჭირდებათ. გამოიყენეთ სავარცხელი ნებისმიერ პრობლემასთან გამკლავების საუკეთესო გზა პრევენციაა – თუ შინაურ ცხოველებს სისტემატურად დავარცხნით, ზედმეტი თმა მოსცილდებათ და ავეჯს ნაკლებად დააბინძურებენ. ანტისტატიკი პროფილაქტიკისთვის, ქსოვილის ზედაპირი შეიძლება დამუშავდეს ანტისტატიკური სპრეით. მასთან ერთად შეგიძლიათ დაასხუროთ საწმენდი საშუალებებიც. რეზინის აქსესუარები ცხოველის ბეწვთან გასამკლავებლად ჩვეულებრივ ჩოთქთან შედარებით, უფრო ეფექტურია რეზინის ჩოთქები, საფხეკები და ცოცხები. მათი გამოყენებით ასევე შესაძლებელია ავეჯის და ხალიჩების გაწმენდა. მიკროფიბერის საწმენდი ტილო ის შესაფერისია ნებისმიერი ზედაპირისთვის. ლილვაკები წებოვანი ლენტით ეს პროდუქტი ყველაზე ხშირად გამოიყენება ტანსაცმლისა და მცირე ზედაპირების გასაწმენდად. ხავერდოვანი ფუნჯები ლაქების მოსაშორებლად ის შესაფერისია ისეთი დელიკატური ნივთების გასაწმენდად, როგორიცაა მატყლი.