6 ნივთი პატარა სამზარეულოსთვის, რომელიც ცხოვრებას გაგიადვილებთ

6 ნივთი პატარა სამზარეულოსთვის, რომელიც ცხოვრებას გაგიადვილებთ

პატარა სამზარეულოს მოწყობისას ვდგებით დილემის წინაშე – რა ნივთები დავთმოთ? როგორ დავგეგმოთ სწორად პატარა სამზარეულო ს დიზაინი? თუმცა, შესაძლებელია, რომ ასეთ შემთხვევაში ყველა საჭირო ნივთი მოვათავსოთ. ამისთვის, საჭიროა სივრცის სწორად დაგეგმვა. გირჩევთ გამოიყენოთ დასაკეცი ავეჯი, ასევე არსებობს სხვადასხვა ტიპის ჭურჭლის საშრობი აქსესუარები, საკიდები და ა.შ. დასაკეცი ავეჯი დასაკეცი ავეჯი ავეჯის მწარმოებლები გვთავაზობენ სხვადასხვა ვარიანტს, რომელიც სივრცეში მცირე ადგილს იკავებს და შესაძლოა მისი დაკეცვა. მაგალითად, არსებობს ოთხ ადამიანზე გათვლილი დასაკეცი მაგიდები, რომლებიც შიეძლება, კედელზე დამონტაჟდეს და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გაიშალოს. ჭურჭლის საშრობი სადგამით ჭურჭლის საშრობი სტაციონარული საშრობი დიდ ადგილს იკავებს და ცუდი ვენტილაციისა და მუდმივი ტენიანობის პირობებში, შესაძლოა ობიც გაუჩნდეს. ამიტომ, პატარა სამზარეულოსთვის საუკეთესო ალტერნატივაა ნიჟარის საშრობი სადგომი, რომელიც იშლება და იკეცება. რეგულირებადი ჭურჭლის საწყობი რეგულირებადი ჭურჭლის საწყობი ტაფების, ხუფების და სხვა დიდი ჭურჭლის ვერტიკალურად შენახვა მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ ადგილს კარადაში. განსაკუთრებით მოსახერხებელია ჭურჭლის დამჭერი, რომლის ზომებიც რეგულირდება. ჩამოსაკიდი კალათები ქილების შესანახად კალათები ქილების შესანახად კარადის თაროების სტანდარტული სიმაღლე ყოველთვის არ არის მოსახერხებელი. ჭურჭლის ან კონტეინერების მაქსიმალური რაოდენობის მოსათავსებლად გირჩევთ გამოიყენოთ ჩამოსაკიდი კალათევი. მისი გამყოფები ხელს უწყობენ უჯრებში სივრცის ორგანიზებას. ნივთების საკიდი ნივთების საკიდი თუ დანები, ჩანგლები და სამზარეულოს სხვა ნივთები უჯრებში არ გეტევათ, შეგიძლიათ ის კედელზე გადაანაწილოთ საკიდების საშუალებით. კედლის ღია თაროები კედლის ღია თაროები პატარა სამზარეულოში მნიშვნელოვანია არსებული სივრცე სრულად აითვისოთ. ამისთვის, კარგი გზაა ღია თაროების მოწყობა. ისინი არა მხოლოდ კედლებზე, არამედ მაცივარზეც შეგიძლიათ დაკიდოთ მაგნიტის გამოყენებით. თეგები: სამზარეულოს დიზაინი, სამზარეულოს დიზაინი, საკიდები, სამზარეულოს აქსესუარები, სამზარეულოს აქსესუარები, პატარა სამზარეულო,